კრისტო-დე-ლა-კონკორდია
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
კრისტო-დე-ლა-კონკორდია (ესპ. Cristo de la Concordia) — იესო ქრისტეს ქანდაკება, რომელიც მდებარეობს ბოლივიის ქალაქ კოჩაბამბაში, სან-პედროს ბორცვზე. მისი სიმაღლე 34.20 მეტრია, პიედსტალის სიმაღლე 6.24 მ, ხოლო საერთო სიმაღლე 40.44 მეტრს შეადგენს. ის უფრო ფართოა, ვიდრე რიო-დე-ჟანეიროს ქრისტეს ქანდაკება და წარმოადგენს იესო ქრისტეს ყველაზე დიდ სტატუეტს მთელს მსოფლიოში,ამავე დროს, ზოგადად ყველაზე დიდ ქანდაკებას მთელს სამხრეთ ნახევარსფეროში.[1][2]
მისი მშენებლობა 1987 წლის 12 ივლისს დაიწყო და 1994 წლის 20 ნოემბერს დასრულდა. ნახაზი შეიქმნა რიო-დე-ჟანეიროს ქანდაკების მიხედვით. ქალაქ კოჩაბამბას გადმოჰყურებს 265 მეტრი სიმაღლიდან, ხოლო ზღვის დონიდან, 2 840 მეტრზე მდებარეობს.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ Blore, Shaun (2004). Frommers South America. Frommer's. ISBN 0764571699. p. 221 [1]
- ↑ Largest Christ Statue in the World. Turn Back to God (2009-03-01). დაარქივებულია ორიგინალიდან 2010-11-07-ში. წაკითხვის თარიღი: 2009-09-14.