კრისტი ბრაუნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კრისტი ბრაუნი
მშობლ. სახელი Christy Brown
დაიბადა 15 ივნისი, 1932
ირლანდია, დუბლინი
გარდაიცვალა 7 სექტემბერი, 1981
ინგლისი
დაკრძალულია გლასნევინის სასაფლაო
ეროვნება ირლანდიელი
პროფესია ნოველისტი, მხატვარი, პოეტი
მეუღლე(ები) მერი კერი

კრისტი ბრაუნი — (დ. 15 ივნისი, 1932 - გ. 7 სექტემბერი, 1981) ირლანდიელი მწერალი, მხატვარი და პოეტი, მძიმე ცერებრალური დამბლით დაავადებული. ცნობილი გახდა ავტობიოგრაფიული წიგნით „ჩემი მარცხენა ფეხი“. შემდგომში შექმნილი ამავე სახელწოდების ფილმი კინო აკადემის ჯილდოს მფლობელი გახდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ბრაუნი 1972 წლის 5 ოქტომბერს დაქორწინდა თავის ექთანზე სახელად მერი კერიზე. იგი დასახლდა ბოლიჰიგში, ირლანდიის ერთ-ერთი სოფელი, მოგვიანებით გადავიდა ინგლისში, სამერსეტი, პარბრუკი.

კრისტი ბრაუნი 49 წლის ასაკში, 1981 წლის 7 სექტემბერს, გარდაიცვალა ჰაერის უკმარისობით, როდესაც მიირთმევდა ღორის ხორცს. დაკრძალულია დუბლინში გლასნევინის სასაფლაოზე.

ლიტერატურული შემოქმედება[რედაქტირება]

ავტობიოგრაფია „ჩემი მარცხენა ფეხი“ მოგვიანებით გაფართოვდა, შევიდა რომანში Down All the Days და გახდა საერთაშორისო ბესტსელერი, თარგმნილია 14 ენაზე. The Times-ის რეცენზიის ავტორი ბერნარდ შეარი ამბობდა: „წიგნი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ირლანდიური ნოველა ჯეიმზ ჯოისის ულისეს შემდეგ“. Down All the Days არის რომანი, სადაც ყურადღება უფრო მეტად გამახვილებულია ირლანდიისა და მისი საზოგადოების შესახებ, ვიდრე ბრაუნის ავადმყოფობაზე. ამ ნოველას მოჰყვა რომანების მთელი რიგი: A Shadow on Summer (1972); Wild Grow the Lilies (1976) და A Promising Career (გამოქვეყნდა სიკვდილის შემდეგ 1982 წელს). ბრაუნმა ასევე გამოსცა სამი პოეტური კრებული: Come Softly to My Wake, Background Music და Of Snails And Skylarks.

კულტურული შემოქმედება[რედაქტირება]

ფილმი „ჩემი მარცხენა ფეხი“ გადაიღო რეჟისორმა ჯიმ შერიდანმა 1989 წელს. სცენარის ავტორი შეინ კონატონი. კრისტი ბრაუნის როლს ასრულებს ვარსკვლავი დენილ დეი-ლიუისი, ხოლო ბრაუნის დედის როლს თამაშობს ბრენდა ფრიკერი. ორივე მსახიობმა მოიგო ოსკარი ფილმში შესრულებული როლისთვის (საუკეთესო მსახიობი მამაკაცი და საუკეთესო მსახიობი ქალი). ფილმი ოსკარზე ნომინირებული იყო ხუთჯერ, როგორც საუკეთესო მხატვრული ნამუშევარი, საუკეთესო რეჟისურა, საუკეთესო სცენარი.

ირლანდიურმა როკ-ჯგუფმა The Pogues-მა პატივი მიაგო კრისტი ბრაუნს სიმღერით "Down All the Days", რომელიც შევიდა 1989 წლის ალბომში, Peace and Love, რიგით მეშვიდე სიმღერად.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება]

  • 1954 My Left Footჩემი მარცხენა ფეხი
  • 1970 Down All The Days
  • 1971 Come Softly to My Wake (პოემა) – ნაზად მოდი ჩემს გასაღვიძებლად
  • 1973 Background Music: Poems
  • 1974 A Shadow on Summer
  • 1976 Wild Grow the Lilies
  • 1978 Of Snails And Skylarks
  • 1982 A Promising Career (გამოქვეყნდა მისი სიკვდილის შემდეგ)
  • 1991 The Collected Poems of Christy Brown (posthumous compilation of his three books of poetry)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]