კრისტინა იანდა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კრისტინა იანდა
Krystyna Janda
Janda Krystyna.jpg
კრისტინა იანდა 2007 წელს
დაბადების სახელი კრისტინა იანდა
დაბადების ადგილი სტარახოვიცე, (პოლონეთი)
დაიბადა 18 დეკემბერი 1952
საქმიანობა მსახიობი
პროზაიკოსი
კინორეჟისორი.
შემოქმედების წლები 1976–დღემდე

კრისტინა იანდა (პოლ. Krystyna Janda; დ. 18 დეკემბერი 1952) — პოლონელი კინოსა და თეატრის მსახიობი, პროზაიკოსი და კინორეჟისორი.

1975 წელს ვარშავაში დაამთავრა უმაღლესი თეატრალური სკოლა. 1976 წელს შედგა მისი დებიუტი ერთ-ერთ სასცენო კომედიაში. გამოდიოდა ევრიპიდეს, რასინის, ჩეხოვის, ტენესისა და სხვათა პიესებში. იღებდნენ გერმანიაში, საფრანგეთში, ბულგარეთში. თანამშრომლობდა არაერთ ცნობილ რეჟისორთან (ანჯეი ვაიდა, კშიშტოფ ზანუსი, კშიშტოფ კესლევსკი, ანჯეი ჟულავსკი, იშტვან საბო და სხვ.). 1982 წელს ითამაშა რიშარდ ბუგაისკის გახმაურებულ კრიმინალურ კინოდრამაში „დაკითხვა“ (პოლ. Przesłuchanie). მონაწილეობა აქვს მიღებული ასევე ფილმში „დეკალოგი“. კრისტინა იანდა 1981 წელს დაქორწინდა კინოოპერატორ ედვარდ კლოსინსკიზე (1943-2008). ჰყავს სამი შვილი. ცხოვრობს ქალაქ ვარშავის სიახლოვეს.

კრისტინა იანდამ ბოლო წლებში მონაწილეობა მიიღო ფილმებში „აირი“ და „რევერსი“. 2001 წლიდან მოყოლებული იგი გადაიღეს რამდენიმე სარეკლამო რგოლში.

სამსახიობო ამპლუა: დრამა, მელოდრამა.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე