კრისტიან ზაპატა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კრისტიან ზაპატა
Cristián Zapata
Cristián Zapata AC Milan 2013.jpg
ზაპატა თამაშობს „მილანში“, 2013 წელი
პირადი მონაცემები
სრული სახელი კრისტიან ედუარდო ზაპატა ვალენსია
დაბადების
თარიღი
30 სექტემბერი, 1986 (1986-09-30) (27 წლის)
დაბადების
ადგილი
პადილია, კოლუმბიის დროშა კოლუმბია
სიმაღლე 1,87
სათამაშო
პოზიცია
ცენტრალური მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
მილანი
ნომერი 17
ახალგაზრდული კარიერა
დეპორტივო კალი
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2004–2005 დეპორტივო კალი 25 (0)
2005–2011 უდინეზე 168 (5)
2011–2013 ვილიარეალი 28 (0)
2012–2013 მილანი (იჯარით) 23 (0)
2013– მილანი 0 (0)
ეროვნული ნაკრები
2007- კოლუმბია 16 (0)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით და სწორია: 19 მაისი 2013.

‡ ეროვნულ მატჩებში მონაწილეობა და გოლები სწორია:
18:42, 16 ოქტომბერი 2012 (UTC).

კრისტიან ედუარდო ზაპატა ვალენსია (ესპ. Cristián Eduardo Zapata Valencia; დ. 30 სექტემბერი, 1986; პადილია, კოლუმბია) — კოლუმბიელი ფეხბურთელი. თამაშობს იტალიის სერიაA-ს კლუბ „მილანში“ ცენტრალური მცველის პოზიციაზე. ასევე შუეძლია თამაში უკანა მცველის პოზიციაზე. 2013 წლის მაისში გააფორმა კონტრაქტი „მილანთან“ 2016 წლამდე.[1]

საკლუბო კარიერა[რედაქტირება]

უდინეზე[რედაქტირება]

2005 წლის 31 აგვისტოს ზაპატა გადავიდა სერიაA-ს კლუბ „უდინეზეში“ „დეპორტივო კალიდან“ თანაგუნდელ აბელ აგილართან ერთად, რომელთან ერთადაც მონაწილეობა მიიღო 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატში. 2006 წლის 18 სექტემბერს მან გააფორმა ახალი, ხუთწლიანი კონტრაქტი, მისი ანაზღაურება შეადგენდა 389 000 ევროს (220 000 ევრო გადასახადების შემდეგ).[2] იმ სეზონში მან სერია ა-ში 35 მატჩი ჩაატარა სასტარტო შემადგენლობაში[3] და მისმა ანაზღაურებამ შეადგინა 572 719,11 ევრო (320 000 გადასახადების შემდეგ).[2]

2007 წლის ოქტომბერში ზაპატამ ანდრეა დოსენასთან, რომან ერემენკოსთან და სიმონე პეპესთან ერთად გააფორმა ახალი კონტრაქტი 2012 წლის ივნისამდე.[4]

2008 წლის ინვისში ზაპატა დაშავდა და გაუცდა 6 თვე.[5]

ვილიარეალი[რედაქტირება]

2010-2011 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ზაპატა აცხადებდა, რომ მისით დაინტერესებული იყო რამდენიმე ევროპული კლუბი. 2011 წლის 12 ივლისს მან გააფორმა კონტრაქტი ლა ლიგის კლუბ „ვილიარეალთან“. 17 აგვისტოს შედგა მისი დებიუტი ახალ კლუბში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში.

მილანი[რედაქტირება]

„ვილიარეალმა“ განაცხადა, რომ ზაპატამ დატოვა კლუბი და იჯარით გადავიდა „მილანში“. მანამდე „როსონერიმ“ განაცხადა, რომ მათ ჰქონდათ კონტრაქტის გაფორმების უფლება 2012-2013 წლების სეზონის შემდეგ. ზაპატამ ახალ კლუბში აირჩია 17-ნომრიანი მაისური.

ზაპატას დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე შედგა ესპანურ გრანდ „ბარსელონასთან“ მატჩში.

2013 წლის მაისში გახდა ცნობილი, რომ „მილანი“ ზაპატასთან აფორმებდა კონტრაქტს. 2013 წლის 23 მაისს, ზაპატამ გააფორმა კონტრაქტი 2016 წლამდე.[6][7]

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება]

ზაპატამ მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ამერიკის 2005 წლის 20 წლამდელთა ჩემპიონატში კოლუმბიის ნაკრების შემადგენლობაში. ასევე მიიღო მონაწილეობა მსოფლიოს 2005 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატში, სადაც მისი გუნდმა მე-16 ფინალში წააგო არგენტინასთან.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში 26-ე წუთზე ზაპატამ მიიღო ტრავმა.

ტიტულები[რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება]

დეპორტივო კალი

კოლუმბიის ჩემპიონატი: (1): 2005

სანაკრებო

სამხრეთ ამერიკის ახალგაზრდული ჩემპიონატი: (1): 2005

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. http://es.fifa.com/worldfootball/clubfootball/news/newsid=2083685.html?intcmp=fifacom_hp_module_news
  2. 2.0 2.1 Avv. Claudio Pasqualin - Sig. Cristian Eduardo Zapata Valencia (Italian). TNAS of CONI (28 July 2009). წაკითხვის თარიღი: 29 July 2011.
  3. 2006–07 Profile (Italian). La Gazzetta dello Sport. წაკითხვის თარიღი: 29 July 2011.
  4. CALCIO, UDINESE: IN QUATTRO RINNOVANO FINO AL 2012“, la Repubblica, 2007-10-12. წაკითხვის თარიღი: 2010-04-09. (Italian) 
  5. Zapata, serio infortunio in Nazionale“, La Gazzetta dello Sport, 2008-06-16. წაკითხვის თარიღი: 2009-10-29. (Italian) 
  6. http://www.calciomercato.com/english-news/ac-milan-zapata-on-permanent-deal-juventus-real-wants-pirtlo-674671
  7. http://www.goal.com/en/news/10/italy/2013/05/23/3999312/breaking-news-ac-milan-sign-zapata-on-a-permanent-basis?source=breakingnews&ICID=HP_BN_3