კრისტალური მესერი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან კრისტალური მესრების კლასიფიკაცია)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „მესერი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მესერი.

კრისტალური მესერი — დამხმარე გეომეტრიული გამოსახულება, რომელიც შემოღებულია კრისტალის აღნაგობის ანალიზისათვის. მესერს აქვს ბადესთან მსგავსება, რაც იძლევა საფუძველს მესრის წერტილებს უწოდოთ კვანძები. კვანძებს შორის არსებული ქიმიური კავშირებისა და ბმების მიხედვით განასხვავებენ მესრის რამდენიმე სახეს:

  • იონურს,
  • ატომურს,
  • მოლეკულურს,
  • ლითონურს (მეტალურს).

მესერს წარმოადგენს წერტილების (ატომების) ერთობლიობა, რომლებიც წარმოიქმნებიან კრისტალის ნებისმიერი ცალკე აღებულ წერტილში ტრანსლიაციის ჯგუფის ზემოქმედების ქვეშ. ეს განლაგება შესანიშნავია იმით რომ, ყოველი ერთი წერტილის მიმართ ყველა დანარჩენი განლაგებულია სრულიად ერთნაირად. ანალიზის მოხერხებულობისათვის მესრის წერტილებს ამთხვევენ რომელიმე ატომების ცეტრებს რომლებიც კრისტალის შემადგენლობაშია, ან მოლეკულების ცენტრებს.

სექციების სია

[რედაქტირება] საერთო დახასიათება

არსებობს უამრავი რაოდენობის კრისტალური სტრუქტურები. მათ აერთიანებს ნივთიერების კრისტალური მდგომარეობის მთავარი თვისება — ატომების კანონზომიერი მდებარეობა კრისტალურ მესერში. ერთი და იგივე ნივთიერებას შეუძლია კრისტალირება მოახდინოს სხვადასხვა კრისტალურ მესერში და გააჩნიათ საკმაოდ სხვადასხვანაირი თვისებები (კლასიკური მაგალითია გრაფიტი — ალმასი). მარტივ ნივთიერების პირობებში ამ მოვლენას ეწ. ალოტროპია, ნებისმიერი ქიმიური ნაერთების საერთო შემთხვევაში კი — კრისტალების პოლიმორფიზმი. ამავე დროს, სხვადასხვა ნივთიერებებს შეუძლიათ შექმნან ერთი ტიპის, ან იზომორფული, მესერი, როგორც მაგალითად, ბევრი ლითონის მესერი: სპილენძის, ალუმინის, ვერცხლის, ოქროსი. ზოგჯერ ხდება კრისტალურ მესერში ატომების ჩანაცვლება სხვა ქიმიური ელემენტის ატომებით, მყარი ხსნარების წარმოქმნით.

სივრცული სიმეტრიის მიხედვით, ყველა კრისტალური მესერი იყოფიან შვიდ კრისტალურ სისტემად. ელემენტარული უჯრედის (ელემენტარული ერთეული) ფორმის მიხედვით შეიძლება დაყოფილ იქნას ექვს სინგონიად. ყველა შესაძლებელი შეხამების არსებობა კრისტალურ მესერში სიმეტრიის ღერძის მობრუნების და სარკისებული სიმეტრიის სიბრტყის მიხედვით მივყავართ კრისტალების დაყოფასთან 32 სიმეტრიის კლასად, ხოლო სიმეტრიის სპირალური ღერძის და სიმეტრიის სრიალა სიბრტყეების გათვალისწნებით 230 კრისტალოგრაფიულ ჯგუფად.

ძირითადი ტრანსლიაციის გარდა, რომელზედაც იგება ელემენტარული უჯრედი, კრისტალურ მესერში შეიძლება იყოს დამატებითი ტრანსლიაციები, რომელსაც უწოდებენ ბრავეს მესერს. სამგანზომილებიან მესრებში არის წახნაგცენტრირებული (F), მოცულობაცენტრირებული (I), ბაზაცენტრირებული (A, B ან C), პრიმიტიული (P) და რომბოედრული (R) ბრავეს მესრები. ტრანსლიაციის პრიმიტიული სისტემა შედგება ბევრი ვექტორისაგან (a, b, c), ყველა დანარჩენში კი შედის ერთი ან რამდენიმე დამატებითი ტრანსლიაცია. ასე რომ, მოცულობაცენტრირებულ ბრავეს ტრანსლიაციის სისტემაში შედის ოთხი ვექტორი (a, b, c, ½(a+b+c)), წახნაგცენტრირებულში — ექვსი (a, b, c, ½(a+b), ½(b+c), ½(a+c)). ტრანსლიაციის ბაზოცენტრული სისტემები შეიცავს ოთხ ოთხ ვექტორს: A-ში შედის ვექტორები (a, b, c, ½(b+c)), B-ში შედის — ვექტორები (a, b, c, ½(a+c)), ხოლო C-ში შედის — (a, b, c, ½(a+b)), ელემენტარული მოცულობის ერთერთი წახნაგის ცენტრირებით. ბრავეს ტრანსლიაციის სისტემაში R დამატებითი ტრანსლიაციები წარმოიქმნებიან მხოლოდ ჰექსაგონალური ელემენტარული უჯრედის არჩევისას და ამ შემთხვევაში ტრანსლიაციის სისტემაში R შედის ვექტორები (a, b, c, 1/3(a+b+c), —1/3(a+b+c)).

1943 წელს ა. ფ. კაპუსტინსკიმ იონური მესრის მიახლოებითი თეორიული გამოთვლისთვის წარმოადგინა ფორმულა[1]:

~\mathrm{Q=\frac{281,2\cdot Z_1\cdot Z_2\Sigma n}{r_1+r_2}\cdot \bigg(1-\frac{0,345}{r_1+r_2}\bigg),} კკალ/გ·ფორმ
სადაც ~\mbox{Z}_1 и ~\mbox{Z}_2 — იონების მუხტებია; ~\mbox{r}_1 და ~\mbox{r}_2 — იონების რადიუსებია; ~\mathrm{\Sigma n} — იონების ჯამია, რომელიც წარმოქმნის ელემენტარულ უჯრედს (კრისტალის ფორმულას).

[რედაქტირება] მესრების კლასიფიკაცია სიმეტრიის მიხედვით

სინგონიით:

კლასიფიკაცია სიმეტრიის მიხედვით კლასიფიკაცია ბრავეს მიხედვით
სამსოლიანი სინგონია
(none)
პრიმიტიული
Triclinic
მონოსოლური სინგონია
(1 diad)
პრიმიტიული ბაზოცენტრირებული
Monoclinic, simple Monoclinic, centered
რომბული სინგონია
(3 perpendicular diads)
პრიმიტიული ბაზოცენტრირებული მოცულობაცენტრირებული წახნაგცენტრირებული
Orthorhombic, simple Orthorhombic, base-centered Orthorhombic, body-centered Orthorhombic, face-centered
ჰექსაგონალური სინგონია
(1 hexad)
ბაზოცენტრირებული
Hexagonal
ტრიგონალური სინგონია
(1 triad)
პრიმიტიული
Rhombohedral
ტეტრაგონალური სინგონია
(1 tetrad)
პრიმიტიული მოცულობაცენტრირებული
Tetragonal, simple Tetragonal, body-centered
კუბური სინგონია
(4 triads)
პრომიტიული მოცულობაცენტრირებული წახნაგცენტრირებული
Cubic, simple Cubic, body-centered Cubic, face-centered

[რედაქტირება] უმარტივესი კრისტალური მესრები

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სტრუქტურული ტიპების სია.

[რედაქტირება] მჭიდრო კუბური შეფუთვა

[რედაქტირება] მჭიდრო ჰექსაგონალური შეფუთვა

მჭიდრო ჰექსაგონალური შეფუთვა აქვს 30-ზე მეტ სუფთა ქიმიურ ელემენტს, მაგალითად: ბერილიუმი, კადმიუმი, ტიტანი და სხვა. განსაკუთრებით ის დამახასიათებელია ლითონებისათვის.

[რედაქტირება] ალმასის მესერი

ალმასის მესერი წარმოადგენს ორ კუბურ წახნაგცენტრირებულ ბრავეს მესერს, გადაწეულს გადახრილს კუბის სივრცული დიაგონალის მეოთხედზე. ალმასის გარდა ამ მესერს ფლობს ისეთი ქიმიური ელემენტები როგორიცაა სილიციუმი, გერმანიუმი, ასევე კალას ერთერთ ალოტროპიულ მოდიფიკაციას, ეგრეთ წოდებული - ნაცრისფერი კალა.

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ლ.დ. ლანდაუ, ე.მ. ლიფშიცი: სტატისტიკური ფიზიკა, 1976 — თავი XIII
  • ნ. აშკროფტი, ნ. მერმინი მყარი სხეულის ფიზიკა. ტ I.
  • ფ. ფ. გრეკოვი, გ. ბ. რიაბენკო, უ. პ. სმირნოვი სტრუქტურული კრისტალოგრაფია — ლ.:გამომც. ლსპი, 1988.

[რედაქტირება] სქოლიო

  1. ა. მ. გოლუბი, საერთო და არაორგანული ქიმია, ორიგინალი-Загальна та неорганiчна хiмiя, გამომცემლობა - ვიშა შკოლა (Вища школа), 1971, ფ. 226-443, ტირაჟი 6700
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე