კრიოფილები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კრიოფილები (კრიო... და ბერძნ. phileo — მიყვარს) — ორგანიზმები, რომლებიც ბინადრობენ ყინულის ან თოვლის ზედაპირზე მდნარ გუბეებში და ზღვების ყინულოვან წყლებში. ტემპერატურის დაწევისას ჩაიყინებიან ყინულში. კრიოფილებს მიეკუთვნება ერთუჯრედიანი წყალმცენარეები (კრიოპლანქტონის ძირითადი მასა) და პატარ-პატარა ცხოველები (ზოგი ჭია და მწერები). კრიოფილური წყალმცენარეების მასობრივი განვითარება იწვევს თოვლის ან ყინულის შეფერვას (მაგ. თოვლს წითლად ღებავს).

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 6, გვ. 34, თბ., 1983