კრესპი-დ’ადა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან კრესპი-დ'ადა)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კრესპი-დ'ადა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Crespi d'Adda fabbrica.JPG
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iv, v
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 45°35′48″ ჩ. გ. 9°32′10″ ა. გ. / 45.59667° ჩ. გ. 9.53611° ა. გ. / 45.59667; 9.53611
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1995  (მე-19 სესია)
ნომერი 730
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 730
რუს.ინგლ.ფრ.

კრესპი-დ'ადა (იტალ. Crespi d'Adda) — ისტორიული დასახლება ჩრდილოეთ იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში. წარმოადგენს XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის ე. წ. „კომპანიის დასახლებებს“, ანუ სოფლების დაგეგმარების ახალ მოდელს, როდესაც მათ მდიდარი მრეწველები თავიანთ მუშებისთვის აშენებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სოციალური და ეკონომიკური პირობები შეცვლილია, 30 მათგანი თითქმის ხელუხლებლადაა გადარჩენილი და კვლავ სამრეწველო მიზნებისთვის გამოიყენება.[1] 1995 წლიდან ისინი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

1869 წელს, ტექსტილის მწარმოებელმა ბუსტო არსიზიომ მდინარე ბრემბოსა და ადას შორი მოქცეული 1 კმ სიგრძის ხეობა იყიდა, რათა იქ ბამბის საწარმოები გაეხსნა. ამას ხელს უწყობდა მდინარე ადას წყალი.[2]

ადამ ბამბის დართვის ახალი ტექნოლოგიები შეიმუშავა, რომლებსაც თავის საწარმოებში იყენებდა.[3] 1906 წელს, საწარმოების ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, მდინარე ადაზე აშენდა ჰიდროელექტროსადგური.[4] საწარმოების გვერდით მდებარე დასახლება, რომელიც 1878 წელს აშენდა,მუზრუნველყოფილი იყო ისეთი სოციალური მომსახურებებით, როგორიცაა კლინიკა, სკოლა, თეატრი, სასაფლაო, აბანო და ეკლესია.[5] [6]

სოფელიც და საწარმოებიც განათებული იყო ელექტროენერგიით.[7] შესაბამისად, სოფელი კრესპი-დ'ადა პირველი იყო იტალიაში, რომელსაც თანამედროვე ტიპის საზოგადოებრივი განათება ჰქონდა. მუშების სახლები, გადაწყვეტილი იყო ინგლისურ სტილში და პარალელური ქუჩების გასწვრივ მდებარეობდა, საწარმოების აღმოსავლეთით.[3][8] სამხაზოვანი გამზირი დასახლებას საწარმოო ზონისგან გამოყოფდა. მთლიანი არქიტექტურა და სოფლის დაგეგმარება არქიტექტორ ერნესტო პიროვანოს ეკუთვნის.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]