კრეოდონტები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| კრეოდონტები | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Creodonta | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
კრეოდონტები (Creodonta), ამომწყდარი მტაცებელი ძუძუმწოვრების ქვერიგი. ცნობილი არიან პალეოცენიდან ადრეულ პლიოცენურ ეპოქამდე. ჰქონდათ გრძელი და დაბალი ქალა, პატარა ტვინის ქალა, ბლაგვი ჩლიქისმაგვარი ბრჭყალები და სხვა. კრეოდონტებს შორის იყვნენ მტაცებლები, ლეშისმჭამლები. კრეოდონტებიშეიცავდა 5 ოჯახის მრავალ გვარს. გავრცელებული იყვნენ აზიაში, ევროპაში, აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. წარმოიშვნენ მწერიჭამიებისაგან. კრეოდონტებს ეკუთვნოდნენ ხმელეთის მტაცებლებისა და ფარფლფეხიანთა წინაპრები.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 6, გვ. 26, თბ., 1983
სტატიის