კრასნაია-პოლიანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრასნაია პოლიანას ხედი მთა აიბღადან

კრასნაია-პოლიანა (რუს. Кра́сная Поля́на, ლიტერატურულად: "წითელი მინდვრები"; აფხ. Гәбаадәы, ‘atquaj) — დაბა, რომელიც მდებარეობს რუსეთის მხარის კრასნოდარის შემადგენლობაში. ეს ადგილი მოქცეულია ქალაქ სოჭის აგლომერაციაში. კრასნაია პოლიანა გაშენებულია კავკასიონის დასავლეთ ნაწილში, 600 მეტრ სიმაღლეზე. ამ ადგილს ტურისტული მნიშვნელობა აკისრია, დაბის სიახლოვეს მდებარეობს მდინარე მზიმთა, ხოლო აქედან 39 კილომეტრში მდებარეობს შავი ზღვა და ადლერის სანაპიროები. კრასნაია პოლიანიას ძველი სახელები იყო: არტკუადჟი, კბადე და რომანოვსკი. ამ დასახლებულ პუნქტს დაბის სტატუსი მიენიჭა 1950 წელს. 2002 წლის აღწერის შედეგად, კრასნაია პოლიანას მოსახლეობა შეადგენს 3,969 ადამიანს, 1989 წლის აღწერის შედეგად კი აქ სახლობდა 3 300 ადამიანი. კრასნაია პოლიანა მოქცეულია იმ ტერიტორიების სიაში სადაც უნდა გაიმართოს 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აქ აღმოჩენილია უძველესი დოლმენი. ამ დაბის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან სახლობდნენ აფხაზები და საძები.

კრასნაია პოლიანას ტერიტორიაზე იმართებოდა კავკასიის ომი, უკანასკნელი ბრძოლა კი 1864 წლის 2 ივნისს გაიმართა. ამ ომში ჩრდილო კავკასიელები დამარცხდნენ, რასაც მოჰყვა ადგილობრივი მცხოვრებლების გადასახლება ოსმალეთის იმპერიაში. ამ ადგილებში რუსეთის იმპერიამ რუსი მოსახლეობა ჩაასახლა.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]