კრაკოვის აჯანყება (1846)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კრაკოვის აჯანყება.
კრაკოვის აჯანყება. (სურათზე ედვარდ დემბოვსკი)

კრაკოვის აჯანყება — აჯანყება კრაკოვში ავსტრიელთა ბატონობისა და ფეოდალური წყობილების წინააღმდეგ. დაიწყო 1846 წლის 20 თებერვალს. აჯანყებულებმა აიღეს ქალაქი და 22 თებერვალს შექმნეს პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული მთავროაბა, რომელმაც მანიფესტით მოუწოდა ხალხს ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისაკენ; აღიარა დემოკრატიული უფლებები, გააუქმა ფეოდალური ვალდებულებები, გლეხებს მათი მიწის ნედელები საკუთრებაში გადასცა. გამოცხადდა, რომ უქმდებოდა წოდებები და ტიტულები, მუშათა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შეიქმნებოდა მუშათა ეროვნული სახელოსნოები. მაგრამ ეროვნულმა მთავრობამ, რომელიც უმთავრესად ზომიერი შლიახტურ-ბურჟუაზიურ ელემენტებისაგან შედგებოდა, არ მოინდომა ქალაქის ღარიბობისა და გლეხობის რევოლუციური ენთუზიაზმის გამოყენება. დიდი დანაკლისი იყო აჯანყებისათვის ასევე ედვარდ დემბოვსკის დაღუპვა. 3 მარტს რევოლუციური კრაკოვი დაეცა. კრაკოვის აჯანყებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია XIX საუკუნის 40-იან წლებში ევროპის რევოლუციურ მოძრაობაში.

ლიტერატურა[რედაქტირება]