კრაკენი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
კრაკენი (ისლ. ნორვ. Kraken) — ნორვეგიულ ფოლკლორში ზღვის ურჩხული, რომელიც ნორვეგიის ნაპირებთან ბინადრობდა. იგი წარმოდგენილი ჰყავდათ როგორც უზარმაზარი და შემზარავი ქმნილება, რომლის ზურგი კუნძულს მოგვაგონებდა, მკლავები კი თავისუფლად შეეძლო შემოეხვია უდიდესი გემისათვის.