კოჯორი (თბილისი)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კოჯორი.
Kojori Georgia.jpg
კოჯრის ციხის ნანგრევები

კოჯორიდაბა თბილისის დაქვემდებარებაში. მდებარეობს თრიალეთის ქედის განშტოებაზე 1300-1400 მ-ის სიმაღლეზე თბილისიდან 18 კილომეტრზე.

დაბის სახელწოდებას სვანური წარმომავლობა აქვს: „კოჯო“ ნიშნავს ქვას, „კოჯორი“ — ქვიანს. კოჯორი სამთო-კლიმატური კურორტია. ზაფხული აქ ზომიერი იცის (ივლისის საშუალო ტემპერატურა 17 გრადუსი), ზამთარი — რბილი (იანვრის საშუალო ტემპერატურა — 3 გრადუსი), ნალექების საშუალო რაოდენობა 800 მმ წელიწადში. დაბის სტატუსი მინიჭა 1968 წელს. მოსახლეობა 1,9 ათასი (2002). კოჯორში არის განათლების, კულტურისა და ჯანდაცვის (ფსიქონევროლოგიური დისპანსერი, ტუბსანატორიუმი) ობიექტები. დაბის სამხრეთით დგას კოჯრის ციხესიმაგრე (აგარანი, აზეულის ციხე). მისი უძველესი ფენა არა უგვიანეს XI საუკუნის II ნახევრით თარიღდება.

[რედაქტირება] ლიტერატურა

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე