კოხნარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
კოხნარი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თემი კოხნარი
კოორდინატები 42°02′10″ ჩ. გ. 42°19′00″ ა. გ. / 42.03611° ჩ. გ. 42.31667° ა. გ. / 42.03611; 42.31667
ცენტრის სიმაღლე 140
მოსახლეობა 575[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
კოხნარი — საქართველო
კოხნარი
კოხნარი — გურიის მხარე
კოხნარი

კოხნარისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: კოხნარი, ბურნათი, ნაკადული, წიფნარი). მდებარეობს მდინარე ხევისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 140 მ., ჩოხატაურიდან 13 კმ., საჯავახოს რკინიგზის სადგურიდან 16 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა[2] და საზოგადოებრივი ცენტრი. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა, მესიმინდეობა, მევენახეობა. სოფელში დაიბადა ქართველი პოეტი გიორგი სალუქვაძე.

ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოხნარის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია განეკუთვნება XVIII–XIX საუკუნებს. აგებული იყო სიპი ქვით და დუღაბით. გადმოცემით, მდინარე ხევისწყალიდან ტაძრამდე იდგა ხალხი და ერთმანეთს აწვდიდნენ ამ ქვებს და ასე აშენებულა ეს ტაძარი კვერცხით და დუღაბით. საეკლესიო მოღვაწეები იყვნენ უშვერიძეები და თევზაძეები. უკანასკნელი მღვდელი იყო სილიბისტრო თევზაძე.[3]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 575 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[4] 707 326 381
2014[1] 575 268 307

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი
  3. საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10810
  4. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II