კოჩანგის, ჰვასუნესა და კანჰვას დოლმენები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოჩანგის, ჰვასუნესა და კანჰვას დოლმენები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii
სია [1]
რეგიონი** აზია და ოკეანეთი
კოორდინატები 34°58′00″ ჩ. გ. 126°55′45″ ა. გ. / 34.96667° ჩ. გ. 126.92917° ა. გ. / 34.96667; 126.92917
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2000  (24-ე სესია)
ნომერი 977
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 977
ინგლ.რუს.ფრ.

კოჩანგის, ჰვასუნესა და კანჰვას დოლმენები — მდებარეობს სამხრეთ კორეაში და წარმოადგენს ასამდე ქვის დოლმენს, რომლებასაც ჩვენს წელთაღრიხვამდე პირველ ათასწლეულში, კორეის ნახევარკუნძულზე არსებული მეგალითური კულტურა სამარხებად და სხვა სარიტუალო დანიშნულებისამებრ იყენებდა. 2000 წელს, იუნესკომ ობიექტები მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. როგორც კორეის სახელმწიფომ ოფიციალურად განაცხადა, მსოფლიო დოლმენების 40% სწორედ კორეაში მდებარეობს, ძირითადად ამ სამ ადგილში.[1]

მეგალითები მართლაც შეუფასებელია. მათ ქვეშ დამარხულ მმართველთა საფლავებში აღმოჩენილია კერამიკა, ბრინჯაო, იუვილერია და სხვა სამგლოვიარო არტეფაქტები. ქვები მეტყველებენ, როგორ იქნნენ ისინი მოპოვებული, ტრანსპორტირებული და შემდეგ დოლმენების აშენებაში გამოყენებულნი. აღნიშნული დოლმენები ძვ.წ. VII საუკუნით თარიღდება.

ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები 1956 წლიდან დაიწყო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-26. ციტირების თარიღი: 2011-04-15.