კოშმარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰენრი ფიუსელი - კოშმარი (1781)

კოშმარისიზმარი, რომელიც იწვევს ძლიერ უსიამოვნო ემოციურ გამოხატულებას მძინარე პიროვნების მხრიდან — ძირითადად შიშსა და თავზარდაცემას, ექსტრემალურ ხიფათში ყოფნის განცდას, ტკივილის შეგრძნებას ან ვარდნის, ხრჩობისა და სიკვდილის გრძნობას. ასეთი სიზმრები შეიძლება დაკავშირებული იყოს ფიზიკურ მიზეზებთან, როგორიცაა მაღალი სიცხე, სახით ბალიშისაკენ მდგომარეობაში ძილი (ყველაზე ხშირი მიზეზი ხრჩობითი კოშმარებისა) ან შესაძლოა უკავშირდებოდეს ფსიქოლოგიურ მიზეზებს, როგორებიცაა მაგალითად ფსიქოლოგიური ტრავმა ან სტრესი, მაგრამ ასევე შეიძლება არ არსებობდეს ამ ყველაფრის აშკარა გამომწვევი მიზეზი.