კოშიცის პრივილეი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
კოშიცის პრივილეი (პოლ. Przywilej koszycki ან პოლ. przywilej generalny) — პოლონეთის მეფის ლაიოშ I დიდის (ლუი I, ლუდოვიკო უნგრელი) 1374 წლის 17 სექტემბრის სიგელი, რომელშიც წარმოდგენილი იყო შლიახტის უფლებები და პრივილეგიები, რომლითაც სარგებლობდნენ მხოლოდ უმაღლესი რანგის სასულიერო და სამოქალაქო ფეოდალები. ამის სანაცვლოდ, ლუდვიგის ერთერთი ქალიშვილი (კატერინა, მარია ან იადვიგა) უნდა ასულიყვნენ პოლონეთის ტახტზე მისი სიკვდილის შემდეგ.
კოშიცის პრივილეგიები ხელმოწერილ იქნა შლიახტასთან მოლაპარაკებების შემდეგ კოშიცის ყრილობაზე.
შლიახტამ მიიღო შემდეგი პრივილეგიები:
- ხარკისაგან განთავისუფლება, 2 გროშის გარდა ერთი ლანა მიწაზე და 4 გროშისა მონასტრის მფლობელობიდან;
- ციხე-სიმაგრეების მშენებლობისა და შეკეთების ვალდებულებისაგან განთავისუფლება, ომის დროის გარდა;
- თანამდებობები მხოლოდ პოლონელებს უნდა დაეკავებინათ;
- ომის დროს ბრძოლისათვის შლიახტა ღებულობდა ჯარისკაცის ხელფასს;
- ქალაქებისა და ხიდების მშენებლობის ვალდებულებებისაგან განთავისუფლება;
- მეფის კარის უზრუნველყოფის ვალდებულებისაგან განთავისუფლება, მეფის იმ დროს როცა, მეფე ქვეყანაში მოგზაურობდა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- კ.ე. ლივანცევი 1374 წლის კოშიცის პრივილეი // ლენინგრადის უნივერსიტეტის მაცნე. — 1966. — № 23. — ფ. 128—133.
სტატიის