კოფუკუ-ძი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოფუკუ-ძის ხუთიარუსიანი პაგოდა
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 870
რუს.ინგლ.ფრ.

კოფუკუ-ძი (იაპონ. 興福寺 ) – ბუდისტური ტაძარი იაპონიის ქალაქ ნარაში. ტაძარი 1998 წლიდან დაცულია როგორც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. ტაძარი წარმოადგენს ბუდისტური სკოლის ხოსოს ტრადიციულ ცენტრს. მონასტერი დაარსდა კიოტოში , ხოლო მას შემდეგ რაც 710 წელს იაპონიის დედაქალაქი გახდა ნარა მონასტერიც იქ გადაიტანეს. დიდი ხნის მანძილზე მონასტერს იცავდა ფუძივარას კლანი, ნარის პერიოდში იგი შედიოდა 4 უდიდესი მონასტრის სიაში, ხოლო ჰეიანის პერიოდში იგი საუკეთესო შვიდეულის რიგებში იყო. ხოლო მას შემდეგ რაც სინტოიზმი ქვეყნის სახელმწიფო რელიგია გახდა, მონასტერმა თავისი მნიშვნელობა დაკარგა.

მონასტერი რამდენიმე ნაგებობისგან შედგება:

  • სამი ოქროს დარბაზი მრავალრიცხოვანი სკულპტურებით
  • ჩრდილოეთის რვაკუთხა პავილიონი, აგებული 721 წელს
  • აღმოსავლეთის პავილიონი, აგებული 726 წელს
  • ცენტრალური დარბაზი, აგებული 710-724 წწ. შორის.
  • სამიარუსიანი პაგოდა, აგებული 1143 წელს.
  • 50 მეტრის სიმაღლის ხუთიარუსიანი პაგოდა აშენებული 725 წელს, ხოლო აღდგენილი 1426 წ.