კოტელნის კუნძული

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოტელნი/ფადეევის კუნძულის მდებარეობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე

კოტელნის კუნძული (იაკუტ. Олгуйдаах арыы, რუს. остров Котельный) და ფადეევის კუნძული (რუს. о. Фаддеевский) და რუს. о. Земля Бунге შედის ანჟუს კუნძულების ჯგუფში, ეს ტერიტორია განეკუთვნება ახალი ციმბირის კუნძულების არქიპელაგს. ამ კუნძულებს დასავლეთიდან ესაზღვრება ლაპტევების ზღვა, ხოლო აღმოსავლეთიდან აღმოსავლეთ ციმბრის ზღვა. კოტელნი/ფადეევის კუნძული მდებარეობს რუსეთის არქტიკულ ნაწილში, სახას რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

კოტელნი/ფადეევის კუნძულები შედგება, სამი დიდი და რამდენიმე მცირე კუნძულისგან, დიდი კუნძულებია: კოტელნი, ბუნგე და ფადეევი. ფართობით ამ კუნძულებიდან უდიდესია კოტელნი, 11,665 კმ².