კოსუმელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოსუმელი
Isla cozumel April17-2001-crop.jpg
გეოგრაფია
მდებარეობა კარიბის ზღვა
კოორდინატები 20°25′ ჩ. გ. 86°55′ დ. გ. / 20.417° ჩ. გ. 86.917° დ. გ. / 20.417; -86.917
ფართობი 478 კმ²
ქვეყანა

კოსუმელი (ესპ. Cozumel) — კუნძული მექსიკაში, მდებარეობს კარიბის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, იუკატანის ნახევარკუნძულთან. კუნძული გამჭვირვალე ზღვის წყლების გამო დიდი პოპულარობით სარგებლობს დაივინგის მოყვარულთა შორის. იქვე არის მსოფლიოში სიდიდით მეორე მარჯნის რიფი, რომელსაც 700 კილომეტრზე მეტი სიგრძე აქვს. კუნძულის მთავარი ქალაქია სან-მიგელ-დე-კოსუმელი.

დაივინგი და სპორტული თევზჭერა კუნძულის ერთ-ერთი ძირითადი შემოსავლის წყაროა. კუნძულზე განთავსებულია 300-ზე მეტი რესტორანი და ბევრი მაღალი კლასის სასტუმრო, საკუთარი გემებით, დაივინგის შესასწავლი დიდი საცურაო აუზებით. კუნძულს ტურისტების დიდი ნაწილი შეერთებული შტატებიდან და კანადიდან სტუმრობენ.

გართობა[რედაქტირება]

კოსუმელში არსებობს კარნავალის 139 წლიანი ტრადიცია, იგი ცნობილია როგორც „კოსუმელის კარნავალი“ (Carnaval de Cozumel).

ისტორია[რედაქტირება]

1518 წელს კუნძული პირველად მოინახულა ესპანურმა ექსპედიციამ ხუან დე გრიხალვას მეთაურობით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]