კოსტას მენდილორი
| კოსტას მენდილორი Costas Mandylor |
|
| დაბადების სახელი | კოსტას თეოდოსოპოულოსი |
| დაბადების ადგილი | მელბურნი, ავსტრალია |
| დაიბადა | 3 სექტემბერი 1965 |
| საქმიანობა | მსახიობი |
| შემოქმედების წლები | 1989–დღემდე |
| მეუღლე(ები) | ტალისა სოტო (1997–2000) |
კოსტას მენდილორი (ინგლ. Costas Mandylor; დ. 3 სექტემბერი 1965, მელბურნი, ავსტრალია) — ბერძენ-ავსტრალიელი კინომსახიობი. კინემატოგრაფში მენდილორის მეტად ცნობილი როლია კენი ფილმიდან „პიკეტის ღობეები“ და დეტექტივი ჰოფმანი ფილმიდან „ხერხი“.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
კოსტას მენდილორი დაიბადა მელბურნში (ავსტრალია), ლუიზა და იანის თეოდოსოპოულოსების ოჯახში. მას გააჩნია ბერძნული ფესვები.[1] მენდილორმა აიღო დედამისის ქალიშვილობის გვარი.[2] გაიზარდა კილდასა და სამხრეთ მელბურნში.[3] მენდილორს ჰყავს ძმა ლუის მენდილორი, რომელიც ასევე მსახიობია.[1]
1987 წელს საცხოვრებლად გადავიდა ამერიკის შერთებულ შტატებში, სადაც დაიწყო სამსახიობო კურსების შესწავლა. თავდაპირველად იგი ვერ პოულობდა სამუშაოს, შესაბამისად იძულებული იყო ნებისმიერ შემოთავაზებაზე დათანხმებულიყო.[2]
თავდაპირველად ყველაზე მნიშვნელოვანი როლი მიიღო ფილმში „სულის ტრიუმფი“, სადაც გვევლინება ებრაელის როლში. ლოს-ანჟელესში ყოფნისას ხვდება რეჟისორ ოლივერ სტოუნს, რომელმაც მიცსა როლი ფილმში „დორზი“. 1991 წელს წამყვანი როლი შეასრულა ფილმში „განგსტერები“. მენდილორი მონაწილეობას ღებულობდა ასევე ამერიკულ სატელევიზიო დრამაში სახელწოდებით „პიკეტის ღობეები“, რომელსაც ამერიკაში 4 წლის განმავლობაში უჩვენებდნენ.
მენდილორმა ერთ-ერთი წამყვანი როლი შეასრულა ასევე რამდენიმე ნაწილისაგან შემდგარ ფილმში „ხერხი“, სადაც განასახიერა მარკ ჰოფმანის სახე.
1997 წელს კოსტას მენდილორი დაქორწინდა ტალისა სოტოზე, თუმცა 2000 წელს წყვილი ერთმანეთს გაშორდა. 1991 წელს მენდილორი ჟურნალ people-ში შეყვანილი იყო მსოფლიოს ლამაზი ადამიანების სიაში.[4]
[რედაქტირება] ფილმოგრაფია
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 Costas Mandylor Biography (1962–). FilmReference.com. წაკითხვის თარიღი: December 25, 2010.
- ↑ 2.0 2.1 N.F. Mendoza (July 25, 1993). With An Eye On ... There's no fencing in Costas Mandylor as he picks his parts. Los Angeles Times. Tribune Company. წაკითხვის თარიღი: December 25, 2010.
- ↑ Miska, Brad (October 25, 2007). Saw IV: Interview With Star Costas Mandylor. Bloody Disgusting. The Collective. წაკითხვის თარიღი: December 25, 2010.
- ↑ (July 18, 1991) „Costas Mandylor. (The 50 Most Beautiful People in the World 1991)“ 36. წაკითხვის თარიღი: December 25, 2010.