კოსმოსის ეპოქა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოსმოსური შატლი „კოლუმბია“

კოსმოსის ეპოქა — თანამედროვე პერიოდი, რომელიც მოიცავს ადამიანის მიღწევებს კოსმოსის ათვისებასთან, კოსმოსურ რბოლასთან, კოსმოსურ ტექნოლოგიასთან და ამ მოვლენების გავლენით წარმოქმნილ სხვა კულტურულ განვითარებასთან დაკავშირებით.

კოსმოსური ეპოქა დაიწყო 1957 წლის 4 ოქტომბერს, როდესაც სსრ კავშირის მიერ გაშვებულ იქნა დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი.[1] ადამიანის პირველი კოსმოსური გაფრენა განხორციელდა 1961 წლის 12 აპრილს (იური გაგარინი, სსრ კავშირი), ხოლო მთვარეზე ადამიანთა პირველი გადასვლა 1969 წლის 21 ივლისით თარიღდება (ნეილ არმსტრონგი, ედვინ ოლდრინი, აშშ). კოსმოსური აპარატების ფრენის უზრუნველსაყოფად შექმნილია კოსმოდრომები, მართვის და კავშირგაბმულობის სამსახურები სხვა. დღეისათვის კოსმოსში გაშვებულია 3 ათასზე მეტი აპარატი, რამდენიმე ათეული ეკიპაჟი. ავტომატური აპარატებით ხდება მარსის, ვენერას, მერკურის, იუპიტერის, სატურნის გამოკვლევები, აგრეთვე დედამიწის ბუნებრივი რესურსების შესწავლა. ასტრონავტიკა მეცნიერებისა და წარმოების პროგრესის ერთ-ერთი სტიმულატორია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Walter A. McDougall (2010 წლის ზამთარი). Shooting the Moon. American Heritage. წაკითხვის თარიღი: 2011-06-24.