კოსმონავტიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ასტრონავტიკა (ბერძნულიდან astron ვარსკვლავი, nautike ნავიგაცია), იგივე კოსმონავტიკა — კოსმოსურ სივრცეში ფრენის ხელოვნება, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგების ერთობლიობა ადამიანთა საჭიროებისათვის საფრენი აპარატებით კოსმოსის და ციური სხეულების გამოკვლევის და ათვისების შესახებ.

ასტრონავტიკა მოიცავს სხვადასხვა ასპექტებს:

კოსმოსური ეპოქა დაიწყო 1957 წლის 4 ოქტომბერს, როდესაც სსრ კავშირში გაშვებულ იქნა დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი. ადამიანის პირველი კოსმოსური გაფრენა განხორციელდა 1961 წლის 12 აპრილს (იური გაგარინი, სსრ კავშირი), ხოლო მთვარეზე ადამიანთა პირველი გადასვლა 1969 წლის 21 ივლისით თარიღდება (ნეილ არმსტრონგი, ედვინ ოლდრინი, აშშ). კოსმოსური აპარატების ფრენის უზრუნველსაყოფად შექმნილია კოსმოდრომები, მართვის და კავშირგაბმულობის სამსახურები სხვა. დღეისათვის კოსმოსში გაშვებულია 3 ათასზე მეტი აპარატი, რამდენიმე ათეული ეკიპაჟი. ავტომატური აპარატებით ხდება მარსის, ვენერას, მერკურის, იუპიტერის, სატურნის გამოკვლევები, აგრეთვე დედამიწის ბუნებრივი რესურსების შესწავლა. ასტრონავტიკა მეცნიერებისა და წარმოების პროგრესის ერთ-ერთი სტიმულატორია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]