კორორი (კუნძული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კორორი
მშობ. სახელი: ინგლ. Koror

პალაუს რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: 7°20′39″ ჩ. გ. 134°28′53″ ა. გ. / 7.34417° ჩ. გ. 134.48139° ა. გ. / 7.34417; 134.48139
ფართობი 9,3 კმ²
უმაღლესი წერტილი 100 მ
პალაუს დროშა პალაუ
დემოგრაფია
მოსახლეობა 12 676 (2005)
სიმჭიდროვე 1363,011 ად. /კმ²

კორორი (ინგლ. Koror; ასევე ორეორი (ინგლ. Oreor) — კუნძული წყნარ ოკეანეში. ადმინისტრაციულად შედის მიკრონეზიული სახელმწიფო პალაუს კორორის შტატის შემადგენლობაში. კუნძულზე მდებარეობს ქვეყნის ყოფილი დედაქალაქი, ქალაქი კორორი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კორორი შედარებით მცირე კუნძულია წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, პალაუს კუნძულებში. უახლოესი მატერიკი, აზია, მდებარეობს დაახლოებით 2500 კმ-ში.[1]

გეოლოგიური თვალსაზრისით, კუნძულს აქვს შერეული ვულკანური და მარჯნული წარმოშობა.[1] კლიმატი ტროპიკულია. კუნძული განიცდის ტროპიკული ციკლონის ნეგატიურ ზემოქმედებას. კუნძულის ნაწილი დაფარულია ხშირი ტროპიკული ტყეებით.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულის პირველი აღმომჩენელის ზუსტი სახელი უცნობია. მაგრამ XIX საუკუნიდან კუნძულ კორორს რეგულარულად სტუმრობდნენ ევროპელი ვაჭრები და მოგზაურები. 1843 წელს კუნძულს ეწვია ბრიტანელი მოგზაური ენდრიუ ჩეინი, რომელმაც იქ შექმნა სამედიცინო სადგური. შემდგომში, 1865 წელს ზღვაოსნის მეორე ვიზიტის დროს იგი კინაღამ მოკლეს ადგილობრივმა ბელადებმა, იმის გამო გაბოროტებულებმა, რომ ჩეინიმ გამოისყიდა კუნძულ ბაბელდაობის ნაწილი და აიძულა ადგილობრივი მაცხოვრებლები მისთვის დაეჭირათ და შეეგროვებინათ ჰოლოთურიები, რომლებიც ძვირად ფასობდა დასავლეთის ქვეყნებში.[2] მაგრამ იგი მაინც მოკლეს, ოღონდ 1866 წელს.[2]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წლის მოსახლეობის აღწერის თანახმად, კუნძულ კორორის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 12 676 ადამიანს. ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტია — ქალაქი კორორი, რომელსაც 2006 წლამდე ჰქონდა პალაუს დედაქალაქის სტატუსი.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკონომიკის საფუძველია — სოფლის მეურნეობა, თევზჭერა. აქტიურად ვითარდება ტურიზმი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Islands of Palau. UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-21. ციტირების თარიღი: 2010-04-18.
  2. 2.0 2.1 Foreign Ships in Micronesia. Palau. Micronesian Seminar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-23. ციტირების თარიღი: 2010-04-18.