კორომანდელის სანაპირო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ინდოეთი კორომანდელის სანაპირო

კორომანდელის სანაპიროინდოსტანის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპირო. გადარეცხილია ინდოეთის ოკეანის ბენგალიის ყურით. სიგრძე დაახლოებით 700 კმ, სიგანე — 80–100კმ. წარმოადგენს ბორცვიანი ვაკეების ხაზს, რომელიც დასავლეთით აღმოსავლეთ გატებში გადადის.

სანაპიროსთან მდებარეობს ქვიშიანი დიდი პლაჟები. სანაპირო დაბალია, დაყოფილია მსხვილ მდინარეთა დელტებით, რომლებიც დაახლოებით 10 ათასი კვ.კმ. ფართობის დელტებს ქმნიან. მდინარეები სათავეს იღებენ დეკანის ზეგანზე და მიედინებიან აღმოსავლეთ გატების გავლით დაბლობისკენ. ისინი წარმოქმნიან ნაყოფიერ ალუვიურ ნიადაგებს ვაკეზე.

ამჟამად, კორომანდელის სანაპირო მდებარეობს ანდჰრა-პრადეშის და ტამილნადუს, აგრეთვე, მოკავშირე პუდუჩერის ტერიტორიებზე. სანაპიროზე განლაგებულია მსხვილი სანავსადგურო ქალაქები — ჩენაი (მადრასი), კუდალორი, ტრანკებარი (ტარანჰამბადი), ნაგაპატნამი და სხვ.

კორომანდელის სანაპირო წარმოადგენს ინდოეთის სოფლის მეურნეობის ტენიან რეგიონს, სადაც დიდი რაოდენობით არის ბრინჯი, ქოქოსის პალმა.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1753 წლის კორომანდელის სანაპიროს ფრანგული რუკა

არსებობს სახელწოდების წარმოშობის რამდენიმე ვერსია: თამილურიდან "Chola Mandalam" — უძველეს სახელმწიფო ჩოლას რაიონი ან ისევ თამილურიდან "Karai Mandalam" — "სანაპიროს რაიონი". უფრო სარწმუნოა სახელწოდების წარმოქმნა სიტყვიდან "Kara-mandala", რაც ნიშნავს სანსკრიტზე "მიწას, რომელიც მზის სხივების იღებს".

კლიმატი, ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანგროვის ბუჩქების ხედი წყლის ზედაპირის ზემოთ და წყლის ქვემოთ

კორომანდელის სანაპირო მოხვედრილია დასავლეთ გატების წვიმიან რეგიონში და იღებს გაცილებით ნაკლებ ნალექებს, ვიდრე დანარჩენი ინდოეთი ზაფხულის სამხრეთ-დასავლეთ მუსონების პერიოდში. ნალექების საშუალო რაოდენობა წლის მანძილზე შეადგენს 800 მმ/წელიწადში, რომელთა დიდი ნაწილი ოქტომბრიდან დეკემბრამდე პერიოდზე მოდის. ბენგალიის ყურის ტიპოლოგია ხელს უწყობს ჩრდილო-დასავლეთ მუსონების წარმოქმნას, რომლებიც თანაბარი ნალექების ნაცვლად იწვევს ციკლონებს და ტროპიკულ ციკლონებს, რომლის შედეგად ყოველ წელს ოქტომბრიდან იანვრამდე პერიოდში სანაპირო მდებარეობს სტიქიური უბედურების ქვეშ.

სანაპიროს გასწვრივ მდებარეობს ტყის ვიწრო ზოლი, რომელიც იყოფა მშრალი და მარადმწვანე ტყეების ცალკეულ ეკორეგიონებად. სხვა ტროპიკული მშრალი ტყეებისაგან განსხვავებით, აღმოსავლეთ დეკანის ტყეები მთელი წლის განმავლობაში ინარჩუნებს ფოთლებს. კორომანდელის სანაპიროზე მდებარეობს აგრეთვე, მანგროვის ვრცელი ტყეები, რომლებიც ავსებს მდინარის დელტებს და სანაპირო ოლქის დაბლობებს. ამას გარდა აქ მდებარეობს პულიკატისა და კალიველის ტბები, რომლებზეც ცხოვრობს ათასობით ადგილობრივი თუ გადამფრენი ფრინველი

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1530-ანი წლების ბოლოს კორომანდელის სანაპიროზე გაჩნდა სამი პორტუგალიური დასახლება ნაგაპატინამი, სან-ტომე-დე-მელიაპორი და პულიკატი. მოგვიანებით, XVII და XVIII საუკენეებში სანაპიროს დაუფლებისთვის და ინდოეთთან ვაჭრობაზე კონტროლის დამყარების მიზნით იბრძოდნენ ევროპელი ხელისუფალნი. ომი დამთავრდა ინგლისის გამარჯვებით, თუმცა საფრანგეთმა 1954 წლამდე შეინარჩუნა კონტროლი მცირე ანკლავებზე პუდუჩერში. XVII საუკუნეში ჩინური ექსპორტის დიდი ნაწილი სწორედ კორომანდელის პორტების გავლით გადიოდა ევროპაში.

2004 წლის 26 დეკემბერს ინდოეთის ოკეანეში კუნძულ სუმატრას დასავლეთ სანაპიროსთან მომხდარმა მიწისძვრამ, გამოიწვია ცუნამი, რომელმაც გადაუარა კორომანდელის სანაპიროს და შეიწირა უამრავი სიცოცხლე და გამოიწვია უზარმაზარი ზარალი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]