კორნელი წეროძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კორნელი წეროძე

კორნელი წეროძე
დაბადების თარიღი 1916, 28 აგვისტო
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 1997, 19 თებერვალი
თბილისი
დაკრძალულია თბილისი
ეროვნება საქართველო
პროფესია ექიმი

კორნელი გრიგოლის ძე წეროძე (დ. 28 აგვისტო, 1916, თბილისი — გ. 19 თებერვალი, 1997, იქვე) — ქართველი ექიმი. სსრკ-ის სახალხო ექიმი (1979). სკკპ-ის წევრი 1944 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1938 წლიდან იყო არმიის რიგებში. 1941–1943 წლებში, მეორე მსოფლიო ომის დროს, 121-ე სამედიცინო-სანიტარული ბატალიონის ზემდეგი იყო. 1951-იდან, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მუშაობდა ჩოხატაურის რაიონის სოფელ დაბლაციხის საექიმო უბნის გამგედ, 1955 წლიდან — თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურში. 1979 წელს, პირველს საქართველოში, მიენიჭა სსრკ-ის სახალხო ექიმის წოდება. დაჯილდოებულია სამამულო ომის II ხარისხის ორდენით და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]