კორდისკბილა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| კორდისკბილა | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Euphasia | ||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||
კორდისკბილა (Euphasia), მცენარეთა გვარი შავწამალასებრთა ოჯახისა. ერთწლოვანი, ზოგჯერ მრავალწლოვანი ნახევრად პარაზიტი ბალახებია. 200-მდე, უმეტესად პოლიმორფული სახეობა გავრცელებულია ძირითადად ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, აგრეთვე მალაის არქიპელაგის მთებში, ავსტრალიასა და სამხრეთ ამერიკის ზომიერ სარტყელში. საქართველოში 19 სახეობა იზრდება, მათ შორის 7 საქართველოს და 5 კავკასიის ენდემია. Euphasia stricta, ისევე როგორც კორდისკბილას მრავალი სხვა სახეობა, ძირითადად მარცვლოვნების ფესვების პარაზიტთა და ზოგჯერ მნიშვნელოვნად ამცირებს მდელოს მოსავლიანობას. საქართველოში ყველგან გვხვდება, უმეტესად ალპურ სარტყელში.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- მიქელაძე ი., ქსე, ტ. 5, გვ. 663, თბ., 1980
სტატიის