Concerto for Group and Orchestra

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კონცერტი ჯგუფისა და ორკესტრისთვის)
Concerto for Group and Orchestra
საკონცერტო ალბომი
გამოცემის თარიღი დეკემბერი, 1969 (აშშ)
იანვარი, 1970 (ბრიტანეთი)
ჩაიწერა 24 სექტემბერი, 1969
ჟანრი კლასიკური მუსიკა, პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 59:26
ლეიბლი Harvest Records (ბრიტანეთი)
Tetragrammaton (აშშ)
Warner Bros. (აშშ) (ახალი გამოცემა)
პროდიუსერი Deep Purple
Deep Purple — ქრონოლოგია
Deep Purple
(1969)
Concerto for Group and Orchestra
(1969)
Deep Purple in Rock
(1970)
Concerto for Group and Orchestra
ვიდეო
გამოცემის თარიღი 6 მაისი 2003
4 აპრილი 1970 (ტელეეთერი),
ჩაიწერა 24 სექტემბერი, 1969
ჟანრი შერეული ჟანრები
ხანგრძლივობა 52:30
ლეიბლი Eagle Rock Ent
Deep Purple — ქრონოლოგია
Concerto for Group and Orchestra
(2003)
Live in Concert 72/73
(2005)
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic3/5 stars [1]

Concerto for Group and Orchestraჯონ ლორდის მიერ დაწერილი კონცერტი, იენ გილანის ტექსტებით. იგი მძიმე როკ-ჯგუფ Deep Purple-მა სამეფო ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად შეარსულა როიალ ალბერტ ჰოლში (დირიჟორი - მალკოლმ არნოლდი) 1969 წელს. ეს იყო პირველი ალბომი, რომელშიც ჯგუფის ვოკალისტი იენ გილანი მღეროდა. კონცერტი DVD ფორმატში 2003 წელს გამოვიდა.

მუსიკალური ფორმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთლიანობაში ეს გამოსვლა მასშტაბური კონცერტის, საკონცერტო სიმფონიისა და ორკესტრული სიმფონიის სახეს ატარებს:

  • პირველი განყოფილება (მოდერატო - ალეგრო: ჯგუფიც და ორკესტრიც ასრულებენ ცალ-ცალკე. თითოეული, თავის მხრივ, ცდილობს მთავარი თემის საკუთარი ვერსიის წარმოდგენას.
  • მეორე განყოფილება (ანდანტე), იენ გილანის ტექსტებით გაჯერებული ნაწილი. აქ ჯგუფი უფრო აქტიურად ერწყმის ორკესტრის ჟღერადობას.
  • მესამე განყოფილება (ვივაჩე - პრესტო): რომ არ ჩავთვალოთ იენ პეისის პარტიები, ბალანსი ჯგუფსა და ორკესტრს შორის თანაბარია და მათი გარჩევა თითქმის შეუძლებელია.

გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრამფირფიტა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აქ შეტანილი იყო თავად კონცერტი, ორ ნაწილად დაყოფილ მეორე განყოფილებით.

აუდიო დისკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990-იანებში გამოიცა CD ამ კონცერტის ჩანაწერით, რასაც დაემატა Wring That Neck და Child in Time, რომელიც იმავე კონცერტზე ჩაიწერა, 1969 წელს.

DVD დისკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003 წელის კომპანიამ EMI გამოსცა ალბომის DVD-აუდიო ვერსია, რომელშიც შეტანილი იქნა ყველა კომპოზიცია, რომელიც ჯგუფმა დაუკრა 1969 წელს.

1999 წლის შესრულება და ჩანაწერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1999 წლის 26 და 27 სექტემბერს, პირველი შესრულებიდან 30 წლის შემდეგ, „კონცერტი ჯგუფისა და ორკესტრისთვის“ პირველად შესრულდა Deep Purple-ის მიერ, როიალ ალბერტ ჰოლში.

კონცერტის ჩანაწერი გამოიცა ორმაგ CD-სა და ვიდეოფილმის სახით, სახელწოდებით In Concert with the London Symphony Orchestra.

2006 წლის ვერსია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წლის ივლისში, ჰენლის ფესტივალზე შესრულდა ნაწარმოების კიდევ ერთი ვერსია.

2007 წლის ვერსია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლის 7 ოქტომბერს მალკოლმ არნოლდის ფესტივალზე, ნორთჰემპტონში, შესრულდა არნოლდის მეექვსე სიმფონია და ჯონ ლორდის MAsque, რომელიც მიეძღვნა მის მეგობარს.

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]