კონსტან პერმეკე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| კონსტან პერმეკე {{{მშობსახელი}}} |
||
| დაიბადა: | 31 ივლისი, 1886 ანტვერპენი |
|
| გარდაიცვალა: | 4 იანვარი, 1952 ოსტენდე |
|
| ეროვნება: | ბელგიელი | |
| მიმდინარეობა: | იმპრესიონიზმი | |
კონსტან პერმეკე (დ. 31 ივლისი, 1886, ანტვერპენი – გ. 4 იანვარი, 1952, ოსტენდე), ბელგიელი ფერმწერი, ბელგიური იმპრესიონიზმის ლიდერი. სწავლობდა ბრიუგესა და გენტის სამხატვრო აკადემიებში. 1909-12 წლებში ხელმძღვანელობდა ლატემის სკოლის "მე-2 დაჯგუფებას". პერმეკეს შემოქმედებისათვის ნიშანდობლივია სამყაროს ტრაგიკული აღქმა, მხატვრული ხედვის მისტიკური ხასიათი, ბუნების მისტიკური ხასიათი, ბუნების სტიქიურ ძალთა პრიმატის შეგრძნება. მის ნამუშევრებს (პეიჟაზები, გლეხთა და მეთევზეთა სცენები, შიშველი ნატირა) ახასიათებს წერის ფართო მანერა და მდიდარი კონტრასტული კოლორიტი ("ზამთარი ფლანდრიაში" (1912), ნატიფი ხელოვნების სამეფო მუზეუმი, ანტვერპენი; "ფერმა" (1928), კერძო კუთვნილება, ბრიუსელი). 1936 წლიდან მუშაობდა როგორც მოქანდაკე.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 29, თბ., 1984 წელი.