კონსტანტინე ჩოლოყაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კონსტანტინე (კოტე) ჩოლოყაშვილი (დ. 18 აგვისტო, 1922, თბილისი — გ. 14 ოქტომბერი, 2013) — ქართველი ისტორიკოსი, ეთნოლოგი, მუზეუმოლოგი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე.

1945 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, დოცენტი. წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს ეთნოგრაფიასა და მუზეუმმცოდნეობაში სულხან საბა ორბელიანის სახ. პედაგოგიურ ინსტიტუტში, ა. ქუთათელაძის სახ. სამხატვრო აკადემიაში, თეატრალურ და ფიზკულტურის ინსტიტუტებში. ხელმძღვანელობდა ეროვნულ ფასეულობათა სახელმწიფო ფონდს. იყო თბილისის საკრებულოს წევრი, საქართველოს თავადაზნაურთა და მათ თანამდგომთა საკრებულოს ხელმძღვანელი. მისი თაოსნობით დაარსდა მხარეთმცოდნეობის მუზეუმები ზესტაფონსა და რუსთავში, ბოლნისში კი განახლდა. თვითონ თავის ძირითად საქმედ ქართული საჭურვლის მოვლა-პატრონობა მიაჩნდა.

ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, სადისერტაციო თემა — „საბრძოლო იარაღის წარმოების ისტორიისათვის საქართველოში“, დაიცვა 1959 წელს.

იყო ეთნოლოგთა და მეიარაღეთა არაერთი (ტოკიოს, მოსკოვის, თბილისის, ბაქოს) საერთთაშორისო კონფერენციის მონაწილე. მიღებული აქვს დამსახურებული მუშაკის საპატიო წოდება. საქართველოს კულტურის სამინისტრომ მიანიჭა საქართველოს კულტურის დამსახურებული მოღვაწის წოდება. 2006 წელს აირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქედ.[1]

მისი რედაქტორობით დაიბეჭდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კატალოგი: საქართველოს ეთნოგრაფია. თბილისი. „საბჭოთა საქართველო“. 1964
  • ჰერთა ქვეყანა. თბილისი. მოლოდინი. 2008
  • ოგბაიძენი: საგვარეულო ისტორიისათვის. თბილისი. 2005
  • ცხოვრება და ღვაწლი დავით სარაჯიშვილისა. თბილისი. 2003

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]