კონსტანტინე ლასკარისი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კონსტანტინე ლასკარისი. 1493 წლის გრავიურა

კონსტანტინე ლასკარისი (ბერძ. Κωνσταντίνος Λάσκαρης) (დ. 1434 — გ. 1501) — ბიზანტიელი მეცნიერი და გრამატიკოსი, იტალიაში ბერძნული ენის სწავლების ერთ–ერთი ინიციატორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა კონსტანტინოპოლში. მიეკუთვნებოდა ბითინიელი ლასკარისების წარჩინებულ საგვარეულოს, რომლიდანაც რამდენიმე იმპერატორი გამოვიდა. 1453 წელს, კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ მან ჯერ როდოსს შეაფარა თავი, ხოლო შემდეგ იტალიას, სადაც ის მილანის ჰერცოგის, ფრანჩესკი ფორცას ქალიშვილის მასწავლებლად დაინიშნა. იქვე 1476 წელს გამოიცა მისი სახელგანთქმული „ბერძნული გრამატიკა“ (Grammatica Graeca, sive compendium octo orationis partium), რომელიც იყო პირველი ბერძნული ნაბეჭდი წიგნი.

1465 წელს ლასკარისი აგრძელებს პედაგოგიურ მოღვაწეობას ნეაპოლში, სადაც ის ნეაპოლის მეფის, ფერდინანდ I-ის მიწვევით გადავიდა და კითხულობს საბერძნეთის შესახებ ლექციების კურსს. 1466 წელს იგი საცხოვრებლად გადავიდა კუნძულ სიცილიაზე, ქალაქ მესინაში, ადგილობრივ მაცხოვრებელთა მოწვევით. კარდინალ ბესარიონ ნიკეელის რეკომენდაციით იგი დაინიშნა ბასილიანელ ბერთა ბერძნული ენის მასწავლებლად, სადაც ასწავლიდა სიცოცხლის ბოლომდე. მისი მრავალრიცხოვანი მოწაფეებიდან ცნობილი არიან პიეტრო ბემბო – კარდინალი და ჰუმანისტი, ფრანჩესკო ჯიანელი, ნიკოლო ვალა და სხვები. ლასკარისმა თავისი ძვირფასი ხელნაწერების ბიბლიოთეკა უანდერძა მესინას სენატს. შემდგომში ეს კოლექცია გადაიტანეს ესპანეთში და დღეს იგი მადრიდის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება.

ლასკარისის უმნიშვნელოვანეს შრომად ითვლება „ბერძნული გრამატიკა“, რომელიც შემდგომში არაერთხელ გამოიცა. მისი სახელი მკითხველისთვის ცნობილი გახდა აბელ-ფრანსუა ვილმენის რომანიდან „ლასკარისი, ანუ XV ასწლეულის ბერძნები“ (1825).

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Constantine Lascaris] კათოლიკურ ენციკლოპედიაში
  • Vassileiou, Fotis & Saribalidou, Barbara, Short Biographical Lexicon of Byzantine Academics Immigrants in Western Europe, 2007.
  • J.M. Fernandez Pomar, La coleccion de Uceda y los manuscritos griegos de Constantino Lascaris, Emerita xxxiv (1966) 211-288.
  • Jonathan Harris, Greek Émigrés in the West, 1400-1520, Camberley UK: Porphyrogenitus, 1995. ISBN 1-871328-11-X
  • Teresa Martínez Manzano, Konstantinos Laskaris. Humanist, Philologe, Lehrer, Kopist, Hamburg, 1994.
  • Fotis Vassileiou & Barbara Saribalidou, Short Biographical Lexicon of Byzantine Academics Immigrants in Western Europe, 2007.
  • N.G. Wilson, From Byzantium to Italy. Greek Studies in the Italian Renaissance, London, 1992. ISBN 0 7156 24180