კონსტანტინე დადიშქელიანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კონსტანტინე დადიშქელიანი

კონსტანტინე (მურზაყან) დადიშქელიანი, ციოყის ძე (დ. 1826, სოფ. ფარი, ახლანდელი მესტიის რაიონი - გ. 1857, ქუთაისი), სვანეთის უკანასკნელი მთავარი. ადრე დაობლებულს ბებია - დიგორხან დადიშქელიანი მეურვეობდა. მანვე შეასწავლა წერა-კითხვა და რამდენიმე ენა. დადიშქელიანს მტრობდნენ ეცერ-ცხუმარ-ბეჩოს დადიშქელიანები და სამეგრელოს აფხაზეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის ზოგიერთი მფლობელი. 1857 წელს ცარიზმის მიერ სვანეთის სამთავროს გაუქმებასა და მთავრის საქართველოდან გასახლების განზრახვასთან დაკავშირებით დადიშქელიანმა მოკლა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი ალექსანდრე გაგარინი და მისი სამი მსახური, ხოლო რამდენიმე ჯარისკაცი დაჭრა. 1857 წლის შემოდგომაზე სამხედრო-საველე სასამართლოს გადაწყვეტილებით დადიშქელიანი ქუთაისში დახვრიტეს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ბოროზდინი კ., სამეგრელო და სვანეთი. 1884-1861, ტფ., 1934
  • გაბლიანი ე., ძველი და ახალი სვანეთი, ტფ., 1925
  • გასვიანი გ., ქსე, ტ. 3, გვ. 331, თბ., 1978

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]