კონიო
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| კონიო | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Conium | ||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||
კონიო (Conium), მცენარეთა გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა. ორწლოვანი ბალახებია. ცნობილია 4 სახეობა, რომელიც ველურად იზრდება ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. საქართველოში გვხვდება 1 — დაწინწკლული კონიო (Conium maculatum). მაღალი (60-180 სმ) ბალახია, ღეროს ქვედა ნაწილი მოჭითალო-მურა ლაქებით აქვს დაფარული. იზრდება დასარეველიანებულ ადგილებში. ტყის პირებზე, მდინარეთა ნაპირებზე და სხვაგან. შხამიანია (შეიცავ ალკალოიდ კონიინს).
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 5, გვ. 636, თბ., 1980