კონვერტირებადი მარკა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კონვერტირებადი მარკა
ხორ. Konvertibilna marka

სერბ. Конвертибилна марка

200 კონვერტირებადი მარკა
200 კონვერტირებადი მარკა
კოდი ISO 4217 BAM
ქვეყანა ბოსნია და ჰერცეგოვინა
ოფიციალური
მომხმარებლები
ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა
შედგება 100 100 ფენინგი
სიმბოლო KM
მონეტები 5, 10, 20, 50 ფენინგი და 1, 2, 5 კონვერტირებადი მარკა
ბანკნოტები 10, 20, 50, 100, 200 კონვერტირებადი მარკა
ცენტრალური ბანკი ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური ბანკი
ვებ-გვერდი http://www.cbbh.ba/

კონვერტირებადი მარკა (ხორ. Konvertibilna marka, სერბ. Конвертибилна марка) (კოდი ISO 4217 — «BAM») — ფულის ერთეული ბოსნია და ჰერცეგოვინაში.

1 კონვერტირებადი მარკა შედგება 100 ფენინგისგან (ხორ. feninga, სერბ. фенинга).

სახელი წარმოდგება შესაბამისად, გერმანული მარკისა და პენინგისგან. კონვერტირებადი მარკა გერმანულ მარკაზე იყო მიბმული და სწორედ ამიტომ მასთან ბევრი რამ აკავშირებდა, ხოლო გერმანიაში ევროს შემოღების შემდეგ კი ბოსნია და ჰერცეგოვინაში გადაწყვიტეს საკუთარი ვალუტა უკვე გერმანული მარკის მემკვიდრისთვის დაეკავშირებინათ, თანაც ზუსტად იმავე თანაფარდობით, როგორც 2002 წელს გერმანული მარკები გადაიცვალა ევროებზე. შესაბამისად, დღეს 1 ევრო 1,95 ბოსნია-ჰერცოგოვინული მარკის ტოლია.


სექციების სია

[რედაქტირება] ისტორია

კონვერტირებადი მარკა მიმოქცევაში შევიდა 1995 წელს და უკვე 3 წელიწადში მან ბოსნია-ჰერცეგოვინას დინარი, ხორვატული კუნა და სპრსკას რესპუბლიკის დინარი ჩაანაცვლა. ყველა ეს ვალუტა მანამდე ბოსნია-ჰერცოგოვინას ტერიტორიაზე თავისუფლად მიმოიქცეოდა.

[რედაქტირება] მონეტები

5 კონვერტირებადი მარკა მონეტა.jpg მიმოქცევაში არის მონეტები ნომინალით 5, 10, 20, 50 ფენინგი, 1, 2 და 5 მარკა.

ყველა მონეტა გამოშვებულია 1998 წლის 9 დეკემბერს, გარდა 5 ფენინგისა, რომელიც მიმოქცევაში შევიდა 2006 წლის 5 იანვარს.


[რედაქტირება] ბანკნოტები

მიმოქცევაში არის ბანკნოტები ნომინალით 10, 20, 50, 100 და 200 მარკა.

მიმოქცევიდან ამოღებულია ბანკნოტები: 50 ფენინგი 2003 წლის 31 მარტს, 1 მარკა 2009 წლის 31 მარტს, 5 მარკა 2010 წლის 31 მარტს.

ბანკნოტები გარდა 200 მარკისა იბეჭდება «Francois-Charles Oberhtur» (პარიზი), ხოლო 200 მარკა — Oestereichishe Banknoten und Sicherheitsdruck GmBH (OeBS) (ვენა).

ქვეყნის ორ ნაწილში ბოსნია და ჰერცეგოვინას ფედერაციაში და სპრსკას რესპუბლიკაში გამოიყენება სხვადასხვა ბანკნოტები (გამონაკლისი არის 200 მარკა), რომლებიც ერთის სტილითაა გაკეთებული, მაგრამ სხვადასხვა დიზაინით.

[რედაქტირება] 1995 წლის ბანკნოტების სერია

ნომინალი ავერსი რევერსი
10 კონვერტირებადი მარკა 10 კონვერტირებადი მარკა ავერსი.jpg 10 კონვერტირებადი მარკა რევერსი.jpg
10 კონვერტირებადი მარკა 10 კონვერტირებადი მარკა 1 ავერსი.jpg Banknote 10 bosnia convertible maraka srp reverse.jpg
20 კონვერტირებადი მარკა 20 კონვერტირებადი მარკა ავერსი.jpg 20 კონვერტირებადი მარკა რევერსი.jpg
20 კონვერტირებადი მარკა 20 კონვერტირებადი მარკა 1 ავერსი.jpg 20 კონვერტირებადი მარკა 2 რევერსი.jpg
50 კონვერტირებადი მარკა 50 კონვერტირებადი მარკა ავერსი.jpg 50 კონვერტირებადი მარკა რევერსი.jpg
50 კონვერტირებადი მარკა 50 კონვერტირებადი მაერკა 1 ავერსი.jpg 50 კონვერტირებადი მარკა 1 რევერსი.jpg
100 კონვერტირებადი მარკა 100 კონვერტირებადი მარკა ავერსი.jpg 100 კონვერტირებადი მარკა რევერსი.jpg
100 კონვერტირებადი მარკა 100 კონვერტირებადი მარკა 1 ავერსი.jpg 100 კონვერტირებადი მარკა 1 რევერსი.jpg
200 კონვერტირებადი მარკა 200 კონვერტირებადი მარკა ავერსი.jpg 200 კონვერტირებადი მარკა რევერსი.jpg

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე