კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების თეორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების თეორია საერთაშორისო ურთიერთობათა პლურალისტური ხედვის პირმშოა. მისი ავტორები და მიმდევრები პრინციპულ საკითხებშციად მიიჩნევენი რეალიზმს უპირისპირდებიან და მას თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკური და განსაკუთრებით ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების ანალიზისათვის გამოუსადეგარ, მოძველებულ კონცეფციად მიიჩნევენ.

კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების თეორიის თანახმად, თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები ბევრად უფრო რთული და მრავალფეროვანი პროცესია, ვიდრე ამას პოლიტიკური რეალიზმის კონცეფცია გვიხატავს. შემთხვევითი არ არის, რომ ამ კონცეფციის მანიპესტად წოდებული რ. კიოჰენისა და ჯ. ნაის წიგნი „ძალაუფლება და ურთიერთდამოკიდებულება“ შემდეგი სიტყვებით იწყება: „ჩვენ ურთიერთდამოკიდებულების ეპოქაში ვცხოვრობთ. ეს ბუნდოვანი წინადადება გამოხატავს არასაკმარისად გაცნობიერებულ, მაგრამ ფართოდ გავრცელებულ შეგრძნებას, რომ მსოფლიო პოლიტიკის არსი იცვლება“.