კომოეს ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კომოეს ეროვნული პარკი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ეროვნული პარკის მდებარეობა
ქვეყანა კოტ-დ’ივუარის დროშა კოტ-დ’ივუარი
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები ix, x
სია [1]
რეგიონი** აფრიკა
კოორდინატები 9°06′00″ ჩ. გ. 3°42′00″ დ. გ. / 9.10000° ჩ. გ. 3.70000° დ. გ. / 9.10000; -3.70000
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1983  (მე-7 სესია)
ნომერი 227
საფრთხის ქვეშ 2003-2017 -
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 227
ინგლ.რუს.ფრ.

კომოეს ეროვნული პარკი (ფრანგ. Parc national de la Comoé) — ეროვნული პარკი ჩრდილოეთ კოტ-დ'ივუარში, 1983 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. მდებარეობს ზანზანის ოლქში. მის დასავლეთით მდებარეობს ქალაქი კონგი და მდინარე კომოე, აღმოსავლეთით ქალაქი ბუნა. დასავლეთით აგრეთვე ესაზღვრება მდინარე შავი ვოლტა, რომელზეც გადის სახელმწიფო საზღვარი კოტ-დ'ივუარსა და ბურკინა-ფასოს შორის. პარკის იუნესკოს ძეგლთა სიაში შესვლის მიზეზი იყო მდინარე კომოეს გარშემო გავრცელებული მცენარეთა მრავალფეროვნება, რომელიც მოიცავს უძველესი ნოტიო ტროპიკული ტყეების ნარჩენებს. იმის გამო, რომ ეს ეროზირებული რეგიონი ორ დიდ მდინარეს შორის მდებარეობს, მიწა ნესტიანია და ბალახიანი, რაც ხელსაყრელია უფრო მეტი ბიომრავალფეროვნებისთვის, ვიდრე ეს მეზობელი რეგიონებშია. 2003 წლიდან, იუნესკომ პარკი საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში გადაიტანა, რისი მიზეზიც უკანონო ნადირობა, ტერიტორიის საქონლის საძოვრად გამოყენება და უგულისყურო მენეჯმენტია.

მდინარე კომოეს დაბლობი სეზონურად იფარება ბალახით, რის გამოც ის მრავალ ცხოველს იზიდავს. აქ ასევე გავრცელებულია აფრიკული ნიანგის სამივე სახეობა — ნილოსის ნიანგი, პატარა დინგიანი ნიანგი (Mecistpos cataphractus) და ჯუჯა ნიანგი (Osteolaemus tetraspis). ტერიტორიაზე სეზონურად თავს იყრიან გადამფრენი ფრინველები.

2017 წელს ამოიღეს საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიიდან[1].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The World Heritage site of Comoé National Park in Côte d’Ivoire no longer in danger