კომელინასებრნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| კომელინასებრნი | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||
|
||||||
| ლათინური სახელი | ||||||
| Commelinaceae | ||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||
კომელინასებრნი (Commelinaceae), ერთლებნიან მცენარეთა ოჯახი. ბალახებია, აქვთ შეფოთლილი დამუხლული ღერო, აქტინომორფული ან ზოგჯერ ზიგომორფული ორსქესიანი ყვავილები. ოჯახში 40 გვარია და 500-ზე მეტი, სხვა მონაცემებით 1000-მდე სახეობა. გავრცელებულია ნახევარსფეროს ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. ყოფილ სსრკ-ში 2 გვარია ცნობილი — კომელინა, რომელიც საქართველოშიც ორი სახეობით გვხვდება როგორც სარეველა, და ანეილემა (მხოლოდ 1 სახეობა იზრდება შორეულ აღმოსავლეთში). ტრადესკანცია, ზებრინა, სპირონემი და სხვა. აგრეთვე დეკორატიულ მცენარედ მოჰყავთ.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 602, თბ., 1980 წელი.
სტატიის