კოლ თორა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იეშივა „კოლ თორა“

კოლ თორა (ებრ. קול תורה „ხმა თორა“) — ლიტვური მიმდინარეობის ულტრა-ორთოდოქსული იეშივა (ებრაელთა რელიგიური სკოლა) იერუსალიმში. დაარსდა 1939 წელს ფრანკფურტის სასულიერო სასამართლოს ყოფილი უფროსის, იეხიელ შლეზინგერისა და ფულდის იეშივის ხელმძღვანელის და აგრეთვე სასულიერო სასამართლოს უფროსის, რაბინ ბარუხ კუნშტადტის მიერ.

ისტორია[რედაქტირება]

წარწერა რაბი ოიერბახის საფლავზე. ერთადერთი საპატიო წოდება — იეშივა „კოლ თორას“ მასწავლებელი

იეშივა დაარსდა „ბროლის ღამის“ ტრაგედიის შემდეგ იმ მიზნით, რომ გერმანიიდან დევნილი ებრაელებისთვის თორასა და თალმუდის შესახებ ესწავლებინათ. რაბინ შლეზინგერის სიკვდილის შემდეგ, 1949 წელს მოიწვიეს რაბინი შლომო ზალმან ოიერბახი, რომელიც გარდაცვალებამდე (1995) იეშივის სათავეში იდგა.

2010 წლისთვის იეშივის უფროსია ვაჟი მისი დამფუძნებლისა, რაბინი მოშე იეჰუდა შლეზინგერი. „კოლ თორას“ ჰყავს 1000 სტუდენტი.

ცნობილი კურსდამთავრებულები[რედაქტირება]