კოლხური თხილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოლხური თხილი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  წიფლისნაირნი
ოჯახი:  არყისებრნი
გვარი:  თხილი
სახეობა:  კოლხური თხილი
ლათინური სახელი
Corylus colchica
დაცვის სტატუსი
მოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 194287

კოლხური თხილი (ლათ. Corylus colchica) — ბუჩქი არყისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 1 აღწევს. ნორჩი ყლორტები მოფენილი აქვს გრძელი აბრეშუმისებრი ბუსუსებით. ნაყოფი პატარაა, კვერცხისებრი, თავწაწვეტილი, თითო-თითო ან რამდენიმე ერთად შეჯგუფებული.

ენდემია, გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს (კოლხეთი), მთის ზედა და სუბალპური სარტყელში (2300 მ-მდე) კირქვებზე. ნაზვავებზე ქმნის რაყას, ყვავილობს აპრილში, ნაყოფი სექტემბერში მწიფდება. მრავლდება თესლითა და ამონაყარით. იტანს სიცივეს, ხარობს ტენიან ნიადაგზე. შეტანილია საერთაშორისო და საქართველოს „წითელ წიგნში“.[1][2]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]