კოლხიდა (დაბა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კოლხიდა (გაგრის მუნიციპალიტეტი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კოლხიდა (მრავალმნიშვნელოვანი).
დაბა
კოლხიდა
აფხ. Ԥсахара
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი გაგრის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 43°15′20″ ჩ. გ. 40°17′45″ ა. გ. / 43.25556° ჩ. გ. 40.29583° ა. გ. / 43.25556; 40.29583
ამჟამინდელი სტატუსი 1982
ცენტრის სიმაღლე 20
მოსახლეობა 3102 კაცი (1989)
სასაათო სარტყელი UTC+4
კოლხიდა (დაბა) — საქართველო
კოლხიდა (დაბა)
კოლხიდა (დაბა) — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
კოლხიდა (დაბა)
კოლხიდა (დაბა) — გაგრის მუნიციპალიტეტი
კოლხიდა (დაბა)

კოლხიდა[1][2] (აფხ. Ԥсахара[3] [ფსახარა]) — დაბა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ალპიისკოე, გაგრაფსტა, გრუზინსკოე-უშჩელიე, ზემო ხევი, ოტრადნოე). მდებარეობს გაგრის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, ზღვოს დონიდან 20 მ, გაგრიდან 7 კმ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის დასაწყისიდან ფიქსირდება წყაროებში. სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია პალეოლითური ღია ტიპის ძეგლი, პალეოლითის ხანის მასალა და ნეოლითური იარაღი. XIX საუკუნეში აქ იყო რუსული სიმაგრე კოლხიდა და დიდი მთავრის ალექსანდრე მიხეილის ძე რომანოვის მამული „კოლხიდა“. შემდეგ შეიქმნა დასახლებული პუნქტი. ვ. კვარჭიას ცნობით, XIX საუკუნეში აქ იყო სოფლები აძაფშ და ფსახარა. 1923 წელს გაგრის მაზრაში შედიოდა კოლხიდა-ალახაძის, ხოლო 1925 წელს — ალახაძე-კოლხიდის თემის სახელწოდებით (2 სოფლით). 1930 წელს კოლხიდის თემში შედიოდა სოფლები: ზემო კოლხიდა, ქვემო კოლხიდა ქვემო შადრევანი (ფონტანი), ხევი (უშჩელიე). დაბის სტატუსი მიენიჭა 1982 წელს. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა მეციტრუსეობის და მებოსტნეობის მეურნეობები. 1992-1993 წლების აფხაზეთის ომის შემდეგ აფხაზეთის რესპუბლიკის მიერ ეწოდა ფსახარა (Ԥсахара) და დაუბრუნდა სოფლის სტატუსი.[4]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1959 წლის მონაცემებით, დღევანდელი დაბა კოლხიდის ტერიტორიაზე მდებარეობდა ორი სოფელი: ზემო კოლხიდა და ქვემო კოლხიდა. ზემო კოლხიდაში ცხოვრობდა 486 ადამიანი, უმეტესად სომხები, ხოლო ქვემო კოლხიდაში — 1667 ადამიანი, სომხები და ქართველები. მთლიანად კოლხიდის სასოფლო საბჭოს მოსახლეობა 8019 ადამიანი იყო[5]. 1989 წლის აღწერით დაბა კოლხიდაში ცხოვრობდა 3102 ადამიანი, ასევე სომხები და ქართველები. 1989 წლის აღწერის მონაცემებით დაბაში ცხოვრობდა 3102 ადამიანი.

2011 წლის აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ ჩატარებული აღწერის მიხედვით, ფსახარის სასოფლო საბჭოს მოსახლეობა შეადგენს 2492 ადამიანს, მათგან 1486 — სომეხი (59,6 %), 727 — აფხაზი (29,2 %), 170 — რუსი (6,8 %), 56 — ქართველი (2,2 %), 21 — პონტოელი ბერძენი (0,8 %), 12 — უკრაინელი (0,5 %), ხოლო 20 ადამიანი სხვა ეთნიკურობისაა (0,8 %).[4]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 წ. აღწ. 3102 -- --

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თუაშაბრამიშვილი, დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 597.
  • ცხადაია, პ. ხორავა, ბ. „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.
  • დიდი პიტიუნტი, არქეოლოგიური გათხრები ბიჭვინთაში, წიგნი 1, თბილისი, 1975

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]