კოლუმბიის შეერთებული შტატები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოლუმბიის შეერთებული შტატები
Estados Unidos de Colombia

Flag of New Granada.svg







1863 — 1886 Flag of Colombia.svg
 
Flag of Panama.svg





Flag of Colombia.svg Coat of arms of United States of Colombia.svg
დროშა გერბი
United States of Colombia (orthographic projection).svg
დედაქალაქი ბოგოტა
ენა ესპანური
რელიგია კათოლიციზმი
მმართველობის ფორმა ფედერალური რესპუბლიკა
პრეზიდენტი
 - 1863-1864 ტომას სიპრიანო დე მოსკერა
 - 1886 ხოსე მარია კამპო სერანო

კოლუმბიის შეერთებული შტატები (ესპ. Estados Unidos de Colombia) — სახელმწიფო ცენტრალური ამერიკის სამხრეთ და სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც XIX საუკუნის მეორე ნახევარში არსებობდა. ძირითადად მოიცავდა თანამედროვე პანამისა და კოლუმბიის ტერიტორიას, ასევე პერუსა და ბრაზილიის მცირე ნაწილს.[1][2]

ისტორია[რედაქტირება]

1860-1862 წლის სამოქალაქო ომი გრანადის კონფედერაციის დაშლით დასრულდა; კონსერვატორების მხრიდან იზრდებოდა ფედერალური სახელმწიფოების ცენტრალიზებული მართვის მცდელობა. 1862 წელს, სამოქალაქო ომში ლიბერალთა ლიდერმა, გენერალმა ტომას სიპრიანო დე მოსკერამ დაამარცხა პრეზიდენტ ბარტოლომეო კალვოს კონსერვატიული მთავრობა და ახალ ლიდერად იქცა. ბოგოტის მთავრობიდან ძალაუფლების უდიდესი ნაწილი შემადგენელ სახელმწიფოებს დაუბრუნდათ.

ადრეული წლების რეფორმების შემდეგ, ახალი ფედერაციის შექმნამდე, ლიბერალებმა განიზრახეს კოლუმბიის შეერთებული შტატების შექმნა, რომელიც იქნებოდა დეცენტრალიზებული, თავისუფალი ბაზრის სისტემის მქონე. წინა ლიბრალი პრეზიდენტების მსგავსად, მოსკერას პრეზიდენტობის პირველი ორი ვადაც კათოლიკურ ეკლესიასთან დაპირისპირებით წარიმართა, რაც კონსერვატორთა შეშფოთებას იწვევდა. ეკლესიის კუთვნილი მიწები შემცირდა და ის ინდუსტრიალისტებს გადაეცა, ეკლესიის გავლენა და უფლებები გარკვეულწილად შეიზღუდა.

1871 წელს, მოდერნიზაცია და ეკონომიკური რეფორმაა მიმართული იყო კოლუმბიური პესოს ფრანგულ ფრანკთან, როგორც საერთაშორისო ოქროს სტანდარტთან მიბმისკენ.

დაშლა[რედაქტირება]

დროდადრო განახლებადი სამქოალაქო ომიდან რამდენიმე წლის შემდეგ, 1886 წელს, კოლუმბიის კონსერვატორულმა პარტიამ, რომლის სათავეშიც პრეზიდენტი რაფაელ ნუნიესი იყო, გამოსცა ახალი ცენტრალიზაციის მომხრე ხასიათის კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც გაუქმდა კოლუმბიის შეერთებული შტატები და შეიქმნა კოლუმბიის რესპუბლიკა. კონსერვატორებმა დაუყოვნებლივ ჩამოაცილეს კოლუმბია ოქროს სტანდარტს და გაზარდეს ვალუტის ბეჭვდა, რამაც ინფლაციის დონე გაზარდა. ამასობაში, ახალ სახელმწიფოში კვლავ გრძელდებოდა ლიბერალთა და კონსერვატორტა კონფლიქტი, რამაც საბოლოოდ 1903 წელს ქვეყნის დაშლა გამოიწვია, კოლუმბიის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ორი სახელმწიფო ჩამოყალიბდა — კოლუმბია და პანამა.

სქოლიო[რედაქტირება]