კოლეტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გაბრიელ სიდონი
Gabrielle Sidonie
დაბ. თარიღი 28 იანვარი, 1873
დაბ. ადგილი იონა, საფრანგეთი
გარდ. თარიღი 3 აგვისტო, 1954
გარდ. ადგილი პარიზი, საფრანგეთი
ფსევდონიმი კოლეტი
საქმიანობა ნოველისტი
ეროვნება ფრანგი
თემატიკა სიყვარული, ქალის მდგომარეობა

კოლეტი, ნამდვილი სახელი: გაბრიელ სიდონი (ფრანგ. Gabrielle Sidonie; დ. 28 იანვარი, 1873 - გ. 3 აგვისტო, 1954) - ფრანგი ნოველისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

კოლეტი (გაბრიელ სიდონი) დაიბადა 1873 წლის 28 იანვარს იონაში, საფრანგეთი. მისი პირველი წიგნები ავტობიოგრაფიულ ხასიათს ატარებს: "კლოდინი სკოლაში", "კლოდინი პარიზში", "კლოდინი თხვოდება", "კლოდინი მიდის". ამ რომანებში კოლეტი თავისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს აღწერს. მწერალ ქალს განსაკუთრებით ემარჯვებოდა ფსიქოლიგიური ანალიზი და სათქმელს უჩვეულო სიფაქიზით გადმოსცემს. პირველ რომანებს თავისი ქმრის, ვილის გვარით აქვეყნებდა. ქმართან გაცილების შემდეგ იგი მსახიობობას იწყებს, გამოდის მიუზიკგოლებში. 1913 წლიდან კი მთლიანად ლიტერატურულ მოღვაწეობას მისდევს და ყველა წიგნს კოლეტის ფსევდონომით ბეჭდავს. მისი რომანების ძირითადი თემებია - სიყვარული, ქალის მდგომარეობა, მისი ემანსიპაცია, განთავისუფლება ბურჟუაზიული ცრურწმენებისაგან: "შერი", "შერის დასასრული", "მოხეტიალე ქალი", "მიუზიკჰოლში" ად სხვა. ბუნების, სოფლისა და ცხოველთა სამყაროს მოტრფიალე კოლეტი დიდი ოსტატობითა და სიყვარყკით გვიხატავს ბუნების სილამაზეს, ცხოველთა ცხოვრებას: "მხეცების დიალოგი", "სიდო", "კატა", "მშვიდობა ცხოველებს შორის". ლირიკული დღიური "მწუხრის ვარსკვლავი" მიეძღვნა საფრანგეთის "წინააღმდეგობის" მოძრაობას. კოლეტი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. არჩეულ იქნა ბელგიის სამეფო აკადემიისა და გონკურების აკადემიის წევრად. ლიტერატურული დამსახურებისთვის მიენიჭა საპატიო ლეგიონის ორდენი.

კოლეტი გარდაიცვალა 1954 წლის 3 აგვისტოს პარიზში, საფრანგეთი.

ლიტერატურა[რედაქტირება]