კოკანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პიტერ ბრეიგლ უფროსის ნახატი — „ქვეყანა კოკანი“

კოკანი — მითოლოგიური ქვეყანა XII-XIII სს-ის ფრანგულ და ინგლისურ ლიტერატურაში. ღვინის მდინარეების ქვეყანა, სადაც ყველაფერი სხვანაირია: ხეებზე ნამცხვრები იზრდება და შესაჭმელად საჭიროა მხოლოდ ხის ქვეშ დაწოლა და პირის გაღება.