კოზმა და დამიანე (IV)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კოზმა და დამიანე (მრავალმნიშვნელოვანი).
კოზმა და დამიანეს ხატი

კოზმა და დამიანემართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანები, ხსენების დღე არის ძველი სტილით 17 ოქტომბერი, ახალი სტილით - 30 ოქტომბერი.

ცხოვრება[რედაქტირება]

წმინდა მოწამენი, უვეცხლონი კოზმა და დამიანე სირიელი არაბები იყვნენ. ისინი სახარებას ქადაგებდნენ და ქრისტეს ძალით სნეულებს კურნავდნენ. გაწეული სამსახურისთვის კი არანაირ საზღაურს არ თხოულობდნენ. კილიკიაში წარმართებმა მკურნალნი შეიპყრეს და მმართველ ლისიუსთან მიიყვანეს. უსჯულომ ქრისტიანული სარწმუნოების უარყოფა მოითხოვა მათგან, რაზეც მარტვილებმა მტკიცე უარი განაცხადეს. ამისთვის ლისიუსის ბრძანებით წმიnდანები სასტიკად გვემეს და ზღვაში ჩაყარეს, მაგრამ ანგელოზმა ისინი მორევიდან ნაპირზე გამოიყვანა. მაშინ წარმართებმა უფლის რჩეულებს თავები მოჰკვეთეს. წმინდა მკურნალებთან ერთად ეწამნენ მათი ძმებიც: ლეონტი, ანთიმოზი და ევტროპი

წმინდა კოზმა და დამიანე არაბები უნდა განვასხვაოთ მათი თანამოსახელე წმინდანებისაგან, რომლებიც 14 ივლისს (კოზმა და დამიანე) და 14 ნოემბერს (კოზმა და დამიანე) იხსენიებიან.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.