კოდორის კრიზისი (2001)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოდორის კრიზისი (2001)

კოდორის ხეობა
თარიღი 4 ოქტომბერი, 2001 - 18 ოქტომბერი, 2001
მდებარეობა კოდორის ხეობა, აფხაზეთი, საქართველო
შედეგი აფხაზი სეპარატისტების გამარჯვება
მხარეები
აფხაზეთის რესპუბლიკის დროშა აფხაზი სამხედროები ჩეჩენი მებრძოლები
ქართველი სამხედროები (აფხაზების მტკიცებით[1])
მეთაურები
უცნობია რუსლან გელაევი
დანაკარგები
სულ ცოტა 40 დაღუპული[2]

კოდორის კრიზისი — შეტაკება კოდორის ხეობაში, რომელიც დაიწყო 2001 წლის 4 ოქტომბერს, როდესაც აფხაზეთის თვით-გამოცხადებულ რესპუბლიკაში კოდორის ხეობიდან შეიჭრნენ ქართველი და ჩეჩენი მებრძოლები, ჰამზატ გელაევის მეთაურობით. შეტაკებების შედეგად 40-მდე ადამიანი დაიღუპა.[3] კრიზისი მსოფლიო მედიის ყურადღების მიღმა დარჩა იმ მიზეზით, რომ მსოფლიოს ყურადღება ძირითადად აშშ-ის ავღანეთზე შეტევაზე იყო გადატანილი.[2]

მიმდინარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 წლის 4 ოქტომბერს, ქართველი და ჩეჩენი მებრძოლები, ჰამზატ გელაევის მეთაურობით შიჭრნენ კოდორის ხეობაში საქართველოს მხრიდან. მათ შეტევა სოფელ გიორგიევსკოეზე მიიტანეს.

8 ოქტომბერს, ვერტმფრენი, რომელსაც გაეროს დამკვირვებლები გადაჰყავდა, ჩამოგდებულ იქნა. შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა.[4]

18 ოქტომბერს, აფხაზმა სეპარატისტებმა გამოაცხადეს, რომ კოდორის ხეობის მთელს დაბალ ზონას აკონტროლებდნენ და ჩეჩენ-ქართველი მებრძოლები ისევ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იყვნენ დაბრუნებულნი.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]