კოდა (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კოდა.
სოფელი
კოდა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
თემი კოდა
კოორდინატები 41°34′47″ ჩ. გ. 44°46′28″ ა. გ. / 41.57972° ჩ. გ. 44.77444° ა. გ. / 41.57972; 44.77444
ცენტრის სიმაღლე 590
მოსახლეობა 3062[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 97 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
კოდა (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) — საქართველო
კოდა (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)
კოდა (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) — ქვემო ქართლი
კოდა (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)
კოდა (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) — თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
კოდა (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)

კოდა — სოფელი საქართველოში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ქვემო ქართლის ვაკეზე, მდინარე ალგეთის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 590 მ, თეთრიწყაროდან 34 კმ, მარნეულიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 12 კმ.

კოდაში დაიბადა მწერალი ვასილ ბარნოვი. სოფელი წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVII საუკუნეში. კოდაში შემორჩენილია დარბაზული ეკლესია (XIX საუკუნე). სოფელში გაითხარა (1969 და 1974, ხელმძღვანელი გ. ფხაკაძე) ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. IV ათასწლეულის ბოლო მეოთხედი) ნამოსახლარი და სამაროვანი. ნამოსახლარზე აღმოჩნდა წრიული ფორმის თიხატკეპნილიატაკიანი ნახევრადმიწურები (დიამეტრი 2,3-4 მ), რომლებშიც კერები იყო. წნული კედლები თიხით უნდა ყოფილიყო შელესილი. ნამოსახლარს ტერიტორიაზეა სამაროვანიც. გამოვლინდა სამარხების ორი ტიპი: ორმოსამარხები და ქვის სამარხები. ორმოსამარხები ინდივიდუალურია. მიცვალებულები ესვენა გვერდზე, კიდურებმოკეცილი. ქვის სამარხები კოლექტიურია. სოფლის დასავლეთ ნაწილში გაითხარა მშრალი წყობით ნაგები კოლექტიური აკლდამები. მიცვალებულებს ჩატანებული ჰქონდათ ხელით ნაძერწი, არათანაბრად გამომწვარი თიხის ჭურჭელი, რომელთა ნაწილი ორნამენტირებულია. ქვის იარაღიდან აღსანიშნავია ხელსაფქვავები, როდინები, სალესები, კაჟის ნამგლის ჩასართები, ობსიდიანის ისრისპირები, საფხეკები, ლამელები. მსგავსი მასალა აღმოჩენილია საქართველოს ამავე ხანის სხვა ძეგლებში (კიკეთი, დიდუბე, თეთრიწყარო, თამარისი, სამშვილდე, ოზნი და სხვა).

2008 წელს აქ ჩაასახლეს აგვისტოს ომით დაზარალებული დევნილები, ადგილობრივები ადვილად შეეწყვნენ მათ. ეს სოფელი აკავშირებს მრავალ სოფელს, როგორებიცაა ვაშლოვანი, ღოუბანი, ბორბალო და სხვა, ამ სოფელზე გადის რუსთავისა და მარნეულის დამაკავშირებელი გზა. საბჭოთა კავშირის პერიოდში აქ იყო მეფრინველეობის ფაბრიკა. სოფელში ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3062 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 1539 709 830
2014[1] 3062 1482 1580

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II