კობა გურული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გურული.
კობა გურული
დაიბადა 23 აპრილი, 1930
დაბადების ადგილი ქვედა საქარა, ზესტაფონის რაიონი
გარდაიცვალა 9 აპრილი, 2010 (79 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
ეროვნება ქართველი
სფერო მოქანდაკე, მხატვარი

კობა ელგუჯას ძე გურული (დ. 23 აპრილი, 1930, სოფ. ქვედა საქარა, ზესტაფონის რაიონი, — გ. 9 აპრილი, 2010, თბილისი) — ქართველი მხატვარი, ოქრომჭედელი და მოქანდაკე. თანამედროვე ქართული ჭედური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი (1967).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1949-1956 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. გურულის ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია თემატიკის მრავალფეროვნება, დეკორაციულობა. ნამუშევრებიდან აღსანიშნავია ჭედური კომპოზიციები — „მედეას მოტაცება“, „რუსთაველი და ვეფხვი“, „თინათინის სიმღერა“, „სინაზე“ და სხვა (ყველა 1965, გემი „რუსთაველი“), „ცეკვა“, „ნადიმი“ და სხვა (ყველა 1968, გემი „აჭარა“), იზმირის მსოფლიო გამოფენისათვის შექმნილი 26-მეტრიანი ფრიზი — „ინდუსტრია“, „სიჭაბუკე“ და „შრომა“ (1967), „პაპა ქვევრთან“ (1971, ავტორის საკუთრება). ტრიპტიქი „სული წამებისა“ - „ამირანი“, „წმ. შუშანიკი“, „წითელარმიელი“ (1971, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), ციკლი „მიწა და ადამიანები“ (1963-1974, ავტორის საკუთრება) და სხვა. ქანდაკება: „ჯანყი გურიაში“ (1958, დგას ნასაკირალში), „თებრონე მიდის წყალზედა“ (1957, თაბაშირი, ავტორის საკუთრება) და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]