კმარა (მოძრაობა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კმარა — ახალგაზრდული პოლიტიკური მოძრაობა საქართველოში. აწარმოებდა კამპანიას ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ და დიდი როლი შეასრულა ვარდების რევოლუციაში 2003 წელს.

2001 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეროვნულ უმაღლეს სასწავლებლებში კორუფციის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად სტუდენტთა მცირე ჯგუფმა მოძრაობა ჩამოაყალიბა. მოგვიანებით მსგავსი სტუდენტური თვითმმართველობა არჩეულ იქნა სხვა უნივერსიტეტებშიც ქვეყნის მასშტაბით.

სტუდენტური ორგანიზაციების ქსელი 2003 წლის დასაწყისში ახალგაზრდულ მოძრაობაში გადაიზარდა, რომელსაც "კმარა" ეწოდა. კმარას დამფუძნებლები სარგებლობდნენ სერბული ორგანიზაციის, "ოტპორის" გამოცდილებით. მათგან აიღეს ორგანიზაციის დროშაც. კმარას ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბებაში დაეხმარა არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფლების ინსტიტუტი, რომელიც ასევე ახალგაზრდა აქტივისტების შექმნილი იყო.

"კმარა" მონაწილებდა 2003 წელს ვარდების რევოლუციაში, 2004 წელს ასლან აბაშიძის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებში, 2005 წლის უკრაიანის ნარინჯისფერ რევოლუციაში.

2004 წლიდან კმარას აქტივისტთა ნაწილი, მათ შორის გიგა ბოკერია და გიგი უგულავა დაინიშნენ პოლიტიკურ თანამდებობებზე.