კლოდ ლუი ბერთოლე

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კლოდ ლუი ბერთოლე

კლოდ ლუი ბერთოლე (Berthollet) (დ. 9 დეკემბერი, 1748, ტალუარი, სავოია, — გ.6 ნოემბერი, 1822, პარიზი), ფრანგი ქიმიკოსი, ქიმიური წონასწორობის შესახებ მოძღვრების ფუძემდებელი, პარიზის პოლიტექნიკური და ნომალური სკოლების პროფესორი (1794), მედიცინის დოქტორი (1770). ლავუაზიესთან და სხვა მეცნიერებთან ერთად დაამუშავა ახალი ქიმიური ნომენკლატურა (1786-1787). ბერთოლემ შეიმუშავა ქსოვილების, სანთლისა და ქაღალდის ქლორით გათეთრების მეთოდი; მიიღო ქვექლოროვან- და ქვექლომჟავათა მარილები (მათ შორის ბერთოლეს მარილი); დაადგინა, რომ ქიმიური რეაქციის მიმართულუბას განსაზღვრავს მორეაგირე ნივთიერებების მასა, თვისებები და რეაქციის პირობები. ბერთოლე ქიმიურ რეაქციის განიხილავდა როგორც უწყვეტ და შექცევად პროცესს, თვლიდა, რომ ამ დროს წარმოქმნილი ნივთიერებების შედგენილობა ცვალებადია. XX საუკუნის დამდეგს ნ. კურნაკოვმა აღმოაჩინა ცვალებადი შედგენილობის ინდივიდუალური ქიმიური ნაერთები და მათ ბერთოლიდები უწოდა.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 2, გვ. 318, თბ., 1977


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე