კლიშე (ტიპოგრაფია)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კლიშე (ფრანგ. cliché), საბეჭდი ფორმა, იყენებენ საილუსტრაციო ორიგინალების მაღალი ბეჭდვის ხერხით აღწარმოებისათვის. სარეპროდუქციო ორიგინალის ხასიათის მიხედვით, კლიშე არის შტრიხული და რასტრული.

შტრიხულ კლიშეს იღებენ შტრიხებით შედგენილი გამოსახულებიდან (კალმით ნახატი, გრავიურის ანაბეჭდი, ნახაზი).

რასტრულ კლიშეს ნახევრადტონოვანი გამოსახულებიდან, რომელიც შედგება სხვადასხვა ნაჯერობის ელემენტებისაგან (ფოტოსურათი, აკვარელით ან ზეთის საღებავებით ნახატი). კლიშეს აკეთებენ ხეზე, ლინოლეუმზე, თუთიაზე (ყველაზე მეტადაა გავრცელებული), ასევე თითბერზე, სპილენძზე, პლასტმასაზე.

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 5, გვ. 561, თბ., 1980
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე