კლივლენდის ქუჩის სკანდალი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ართურ სომერსეტის კარიკატურა, 1887

კლივლენდის ქუჩის სკანდალი — რომელსაც ადგილი ჰქონდა 1889 წელს ლონდონში, კლივლენდის ქუჩაზე, როდესაც პოლიციამ ჰომოსექსუალური საროსკიპო აღმოაჩინა. იმხანად მამაკაცებს შორის სექსუალური კავშირი იკრძალებოდა, ამიტომაც, საროსკიპოს კლიენტებისთვის შესაძლოა იყო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებინათ. სკანდალმა ბევრ ჭორს მისცა გავრცელების საშუალება, მაგალითად, უელსის პრინცი ალბერტ ვიქტორიც ბორდელის კლიენტად იქნა დასახელებული, რომელიც უელსის მეფის ვაჟი და ბრიტანეთის ტახტზე რიგით მეორე პრეტენდენტი იყო. ხელისუფლებას დავალდა, რომ უფლისწულის სახელი ამ სკანდალში არ გარეულიყო, ამიტომაც, ბრიტანულ პრესაში მისი სახელი არც ერთხელ არ არის ნახსენები.

ერთ-ერთი კლიენტი, უელსის პრინცის მეჯინიბე ლორდი ართურ სომერსეტი იყო, რომელმაც საროსკიპოს მფლობელ ჩარლზ ჰამონდთან ერთად გაქცევა მოახერხა საზღვარგარეთ, რათა მართლმსაჯულებას გარიდებოდა. დაქირავებულ ბიჭებს, რომლებიც, შეთავსებით, საფოსტო კანტორაში კურიერებადაც მუშაობდნენ, მსუბუქი სასჯელები დააკისრეს, კლიენტებს კი არაფერი უთხრეს. იმხანად, სკანდალს მოსახლეობის დაბალი ფენების მიერ გავრცელებული მოსაზრებაც კვებავდა, თითქოს, ჰომოსექსუალიზმი არისტოკრატების მახასიათებელი იყო, რომელიც დაბალი ფენის კლასებს რყვნიდა. რამდენიმე წლის შემდეგ, ეს თემა ისევ წამოიწია, როდესაც მარკეს ქუინსბერელმა ოსკარ უაილდს დასდო აქტიურ მამათმავლობაში ბრალი.

წყაროები[რედაქტირება]

  • Aronson, Theo (1994). Prince Eddy and the Homosexual Underworld. London: John Murray. ISBN 0-7195-5278-8
  • Bradford, Sarah (1989). King George VI. London: Weidenfeld & Nicolson. ISBN 0-297-79667-4
  • Cook, Andrew (2006). Prince Eddy: The King Britain Never Had. Stroud, Gloucestershire: Tempus Publishing Ltd. ISBN 0-7524-3410-1
  • Hyde, H. Montgomery (1970). The Other Love: An Historical and Contemporary Survey of Homosexuality in Britain. London: Heinemann. ISBN 0-434-35902-5
  • Hyde, H. Montgomery (1976). The Cleveland Street Scandal. London: W. H. Allen. ISBN 0-491-01995-5
  • Lees-Milne, James (1981). Harold Nicolson: A Biography. Volume 2: 1930–1968 London: Chatto & Windus. ISBN 0-7011-2602-7